დენზელ ჰეის ვაშინგტონი – “ეპიზოდი”
2004 წელს ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი – ანტონ ფუკუა,აპირებდა გადაეღო მხატვრული ფილმი,სახელწოდებით – “ამერიკელი განგსტერები”.მან,მთავარი როლის შესრულებისთვის ორი კინოვარსკვლავი,ამერიკელი – დენზელ ჰეის ვაშინგტონი და პუერტო-რიკოელი – ბენისიო დელ ტორო შეარჩია. (ავტორი გენია.ჯი) მსახიობებმა ფილმში გადაღებაზე თანხმობა განაცხადეს,თუმცა გადაღებების დაწყებამდე ერთი თვით ადრე პროექტი,რიგი მიზეზების გამო განხორციელებული ვერ იქნა.მიუხედავად ამისა,დენზელ ვაშინგტონმა და ბენისიო დელ ტორომ ფილმში გადაღებისათვის განკუთვნილი უზარმაზარი ჰონორარი (დენზელმა მიიღო 20 მილიონი $,ხოლო დელ ტორომ 5 მილიონი $) მაინც სრულად მიიღეს.საქმე იმაში იყო,რომ “ამერიკელი განგსტერები”-ს გადაღებამდე მსახიობებთან დადებული კონტრაქტის ერთ პუნქტში მითითებული იყო,რომ ზემოაღნიშნული ორივე მსახიობი ჰონორარს მიიღებდა იმ შემთხვევაშიც კი,თუ ფილმს არ გადაიღებდნენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნულ პროექტს 2007 წელს რეამინირება გაუკეთა გენიალურმა ინგლისელმა კინორეჟისორმა და პროდიუსერმა – სერ რიდლი სკოტმა,რომელმაც გადაიღო კიდეც მხატვრული ფილმი – “ამერიკელი განგსტერები” და მასში ერთ-ერთ მთავარ როლზე – დენზელ ვაშინგტონიც მიიწვია,თუმცა არ მიუწვევია ბენისიო დელ ტორო.ამერიკელმა მსახიობმა რიდლი სკოტს შემოთავაზებულ როლზე თანხმობა განუცხადა და ჰონორარის სახით კვლავაც 20 მილიონი $ მიიღო.საბოლოო ჯამში,დენზელ ჰეის ვაშინგტონმა “ამერიკელი განგსტერების” გადაღებულ და გადაუღებელ ვერსიებში 40 მილიონი $ გამოიმუშავა,რაც დამეთანხმებით,რომ მართლაც უზარმაზარი თანხაა. (ავტორი გენია.ჯი)