იოჰან გეორგ ზულცერის პასუხი ფრიდრიხ II-ს…
პრუსიის მეფეს ჰოენცოლერნების დინასტიიდან – ფრიდრიხ II დიდს (ზედსახელად – “ბებერი ფრიცი”),ძალიან უყვარდა ხოლმე თავისი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან საათობით დიალოგებისა და პოლემიკების გამართვა ამა თუ იმ საჭირბოროტო თემებზე,მათ შორის მეცნიერებაზეც.ხშირ შემთხვევებში შეკითხვების ავტორი თავად ფრიდრიხი იყო,ხოლო მოპასუხეები კი მეცნიერები.ერთ-ერთი დისკუსიის დროს,პრუსიის მეფემ მასთან შეკრებილ მეცნიერებს ჰკითხა:
” – რატომ აქვს შამპანურით სავსე ფუჟერს უფრო კრიალა და სუფთა ხმა,ვიდრე ბურგუნდიული ღვინით სავსეს?”
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა თავისი გულახდილობით ცნობილი დიდი გერმანელი პროფესორი,ესთეტიკოსი და ფილოსოფოსი - იოჰან გეორგ ზულცერიც (1720-1779 წლები),რომელმაც ფრიდრიხს დასმულ შეკითხვაზე მეტად ორიგინალური პასუხი გასცა:
” – თქვენო აღმატებულებავ! სამწუხაროდ,ჩვენი მეცნიერების აკადემიის წევრებს იმ მცირე დაფინანსების გამო,რომელსაც თქვენი უდიდებულესობა გაიღებს,ასეთი “ძვირადღირებული” ცდის შესაძლებლობა ჯერ არ მოგვცემია.შესაბამისად,მოწყვეტილი ვართ ასეთი ცდების ჩატარებასაც და მასზე პასუხის გაცემასაც”.
იოჰანის მიერ გაცემულმა გონიერმა პასუხმა ფრიდრიხი იძულებული გახადა მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსება საგრძნობლად გაეზარდა.(ავტორი გენია.ჯი)