ჩარლზ რობერტ დარვინი – “ეპიზოდი”
დიდ ინგლისელ ბუნებისმეტყველთან და მოგზაურთან - ჩარლზ რობერტ დარვინთან (1809-1882 წლები),რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ,ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ერთი მებაღე,რომელიც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იყო განწყობილი დარვინის მიმართ.თუმცა,მისი მეცნიერული და გონებრივი შესაძლებლობებისადმი არც თუ ისე მაღალი წარმოდგენა ჰქონდა.ჩარლზის მებაღე აღნიშნავდა:
“დიახ,ჩემი ბატონი საკმაოდ კარგი ადამიანია,თუმცა ძალიან სამწუხაროა,რომ მან ვერ მიაგნო სწორ საქმიანობას.აი,თუნდაც თავად განსაჯეთ: რამდენიმე ათეული წუთის მანძილზე დადგება და აკვირდება სხვადასხვა სახეობის ყვავილებს.ნუთუ შესაძლებელია,რომ ასე გააკეთოს იმ ადამიანმა,რომელიც სერიოზული საქმით არის დაკავებული?”
P.S. დარვინის მებაღის შემთხვევაში,სრულიად მართლდება ერთი ცნობილი გამონათქვამი: “მოსამსახურეებისათვის დიადი ადამიანები არ არსებობენ!” (ავტორი გენია.ჯი)