შოტლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები – “ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1950 წლის 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით ბრაზილიაში გაიმართა და მასში მონაწილეობა მხოლოდ 13-მა საფეხბურთო ნაკრებმა მიიღო.მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრილმა თურქეთისა და შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებებმა,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.მათ ნაცვლად FIFA-მ პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შესთავაზა მონაწილეობა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა პორტუგალიამ იმთავისთვე უარი თქვა შემოთავაზებულ წინადადებაზე.საფრანგეთი თავდაპირველად კი დატანხმდა,მაგრამ შემდეგ მათაც უარყვეს FIFA-ს შეთავაზებული წინადადება.გარდა ამისა, 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ჩართვაზე უარი განაცხადა ინდოეთის ნაკრებმაც,რომელთაც უფლება არ დართეს ფეხშიშველი თამაშისა.ზემოთ მოყვანილი ნაკრებების უმეტესობამ,მსოფლიო საფეხბურთო ფორუმზე მონაწილეობა ფინანსების არქონის გამო ვერ შეძლო,თუმცა აბსოლუტურად სხვა და მეტად საინტერესო მოტივი ჰქონდა შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს.როგორც ცნობილია,მათ შესარჩევ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავეს,რაც სრულ უფლებას იძლეოდა გუნდის ფინალურ სტადიაზე გასამგზავრებლად.მაგრამ,შოტლანდიელებმა ყველასათვის მოულოდნელად გამგზავრებაზე უარი თქვეს.მათ FIFA-ს ოფიციალური ბოდიში მოუხადეს და განაცხადეს,რომ შესარჩევ ეტაპზე მეორე ადგილზე გასვლით ბრაზილიაში გამგზავრება მათი ქვეყნისა და ღირსების შეურაცხყოფა იქნებოდა.შესაბამისად,ისინი მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ თუკი ჯგუფურ ეტაპს პირველი ადგილით დაასრულებდნენ.ამ უცნაური მოტივით გადადო შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრებმა თავისი დებიუტი 1950 წლის ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე,თუმცა 1954 წელს მათი დებიუტი მაინც შედგა და მას შემდეგ 8-ჯერ მიიღო კიდეც მონაწილეობა “მსოფლიო საფეხბურთო ფორუმში”. (ავტორი გენია.ჯი)