შესანიშნავი იგავ-არაკი – “კაკალი და კედელი”
ერთხელ ჭილყვავმა კაკალი აიტანა მაღალ სიმაღლეზე მდებარე სამრეკლოზე,მაგრამ იგი ღრიჭოში ჩაუვარდა და კაკალიც ჭილყვავისაგან შეჭმას გადაურჩა.მაშინ კაკალმა ეკლესიის კედელს სთხოვა,იგი თავისთან დაეტოვებინა ღრიჭოში.მას,ჭილყვავის ნისკარტში ყოფნისას,აღთქმა დაუდვია,რომ,თუკი ფრინველს გადაურჩებოდა,სიცოცხლეს პატარა ხვრელში დაასრულებდა.კაკლის ამ ამაღელვებელმა სიტყვებმა კედელს მის მიმართ თანაგრძნობა გაუღვიძა და იძულებული გახადა,თავისთან დაეტოვებინა.გავიდა ხანი… კაკალმა გაიხსნა და გაიხარა.მან კედლის ქვებში ფესვები გაიდგა,ქვები მისწი-მოსწია და ნაპრალიდან ყლორტები გამოიღო.მალევე,როგორც კი ფესვები გაიმაგრა,დაიწყო კედლების გამორღვევა და ძველთაძველი ქვების გადმოყრა.მაშინ კი დაიწყო კედელმა თავისი უბედურების დატირება,მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო.ცოტა ხანში კედელი თავისივე შეფარებული და გადარჩენილი კაკლის გამოისობით სრულიად დაიშალა და ჩამოიქცა… (ავტორი გენია.ჯი)