ჯოვანი პიკო დელა მირანდოლას თხზულებიდან – „სიტყვა ადამიანის ღირსების შესახებ”
ადრეული ჰუმანიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი და აღორძინების ეპოქის დიდი იტალიელი მოაზროვნე – ჯოვანი პიკო დელა მირანდოლა (1463-1498 წლები), მის მიერ 1496 წელს გამოქვეყნებულ თხზულებაში – „სიტყვა ადამიანის ღირსების შესახებ”, რომელსაც ერთგვარ მანიფესტად მოიხსენიებენ დღემდე, შემდეგ აზრს აყალიბებდა:
„ო, ადამ, მე შენ არ გაძლევ არც გარკვეულ ადგილს, არც რაიმე სახეს, არც არანაირ მოვალეობას არ გაკისრებ, რათა ადგილიც, სახეც და მოვალეობებიც შენ თავად, შენი სურვილისამებრ აირჩიო, შენი ნებისა და გადაწყვეტილების შესაბამისად. სხვა ქმნილებათა სახეები ჩვენ განვსაზღვრეთ დადგენილი კანონების ფარგლებში, შენ კი არაფრით ხარ შეზღუდული და თავად განსაზღვრავ საკუთარ თავს. მე შენ გაყენებ სამყაროს ცენტრში, რათა იქიდან ადვილად დაინახო ყველაფერი, რაც შენ გარშემო ხდება. მე არ შემიქმნიხარ შენ არც ზეციურ, არც მიწიერ, არც მოკვდავ და არც უკვდავ არსებად, შენ თვითონ, თავისუფალმა და კარგმა ოსტატმა, უნდა გამოძერწო საკუთარი თავი იმ სახით, რა სახითაც თავად გსურს. შენ შეგიძლია გადაგვარდე და უმდაბლეს, უგუნურ არსებად იქცე, შეგიძლია შენივე ნებით უმაღლეს კეთილშობილებას მიაღწიო და ღვთაებრივ არსებად ჩამოყალიბდე”. (ავტორი გენია.ჯი)