იცით თუ არა,რომ
1. გენიალური იტალიელი პოეტი,მწერალი და ავტორი “ღვთაებრივი კომედიისა” – დანტე ალიგიერი,ცოდნას – “ანგელოზების პურს” უწოდებდა.
2. პლატონიკოსები – ადამიანის უპირველეს ღირსებად ლათინურ და ბერძნულ განათლებასა და ძველი ავტორიტეტების ციტირების უნარს მიიჩნევდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
3. ადრეული აღორძინების ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ მხატვარს და დომინიკელ ბერს – ფრა ბეატო ანჯელიკოს (1400-1455 წლები) ჩვევად ჰქონდა,რომ არასოდეს შეესწორებინა ან გადაეწერა თავისი ნახატები.მას მიაჩნდა,რომ ტილოებს ღვთის შთაგონებით ქმნიდა და ამიტომ მათ პირველი სახით ტოვებდა და ხელს აღარ ახლებდა.
4. გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი – არისტოტელე ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა საკუთარი თავის ჰიგიენურ მოვლას და ერთობ უყვარდა ათასგვარი სამკაულებით მორთვაც.
5. კათოლიკური ეკლესიის საჭეთპყრობელი (რომის პაპი) 1513-1521 წლებში – ლეო X (ერისკაცობაში – ჯოვანი დი ლორენცო დე’მედიჩი) ამბობდა: “პაპობა მხოლოდ ერთხელ გვეძლევა.მაშ,მოდით,დავტკბეთ და ვიმხიარულოთ და გამოვიყენოთ ის ჩვენივე სიამოვნებისთვის”.
6. “ჯოკონდა” – იტალიური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და “თამაშების მოყვარულს” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი)
7. პირველი ხელსაწყო (ეგრეთ წოდებული – “ატმეჩკა”),რომლის მეშვეობითაც ამა თუ იმ საკეტის გაღება იყო შესაძლებელი,გამოგონებულ იქნა XV საუკუნეში გენიალური იტალიელი მხატვრისა და გამომგონებლის – ლეონარდო და ვინჩის მიერ “პალაცოს დილეგში” ყოფნისას.
8. მაიუმის ქართველმა ეპისკოპოსმა,გენიალურმა თეოლოგმა,ფილოსოფოსმა და ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელმა – პეტრე იბერმა (411-491 წლები),ერთ დღეს თავის მრევლს განუცხადა,რომ ათი დღის შემდეგ გარდაიცვლებოდა.დიდ ქართველ წმინდანს მომდევნო ათი დღის განმავლობაში არაფერი უჭამია და მხოლოდ ლოცულობდა. და მართლაც,ათი დღის შემდეგ აღესრულა – პეტრე იბერი,რომელიც ხალხის უზარმაზარი ნაკადის გამო სამი დღის მანძილზე ვერ იქნა დაკრძალული.
9. ყვითელი ფერის მქონე ყვავილები – “ორგულობის” სიმბოლოდ აღიქმება.აღნიშნული სტერეოტიპის არსებობას კი უძველეს არაბულ ლეგენდას მიაწერენ.
10. ალბათობა იმისა,რომ ხეს მეხი დაეცემა,დამოკიდებულია არა მის ჯიშზე,არამედ სიმაღლეზე.