ალექსანდრე მაკედონელი და გიმნოსოფისტები

აზიის ლაშქრობისას,მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა მხედართმთავარმა – ალექსანდრე მაკედონელმა,ტყვედ აიყვანა ის ათი ინდოელი გიმნოსოფისტი (ასე მოიხსენიებდნენ იმ ასკეტ-ფილოსოფოსებს,რომლებიც არ ატარებდნენ ტანისამოსს),რომლებმაც ძალიან ბევრი ვნება მიაყენეს არა მარტო პირადად ალექსანდრეს,არამედ მაკედონელთა არმიასაც. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ალექსანდრეს მიერ დატყვევებული ათივე გიმნოსოფისტი ერთობ მსოწრებული და სხარტი პასუხებით იყვნენ გამორჩეული და საკმაოდ სახელგანთქმულებიც გახლდნენ თავიანთ მხარეში.მაკედონელმა დაკითხვისას,მათ რამდენიმე რთული შეკითხვა დაუსვა და თან დაემუქრა: “პირველ თქვენგანს,თუ სწორად ვერ მიპასუხა,სიკვდილით დავსჯი,მერე კი ცუდი პასუხისათვის რიგ-რიგობით დანარჩენებსაც ასეთივე ხვედრი მოგელითო”.ყველაზე უხუცეს გიმნოსოფისტს ალექსანდრემ უბრძანა მსაჯულის მოვალეობა შეესრულებინა.ამის შემდგომ კი პირველ გიმნოსოფისტს შემდეგი სახის შეკითხვა მისცა:

- როგორ გგონია,ცოცხალი უფრო მეტია სამყაროში თუ მკვდარი?

- ცოცხალნი,რამეთუ მკვდარნი არღა არიან უკვე, – უპასუხა პირველმა გიმნოსოფისტმა.

- დედამიწა ზრდის უფრო დიდ-დიდ ნადირებს თუ ზღვა? – ჰკითხა მეორეს.

- დედამიწა.რამეთუ ზღვა ნაწილი არს მიწისა, – იყო პასუხი.

- რომელი ცხოველია ყველაზე მოხერხებული?

- ის ცხოველი,რომელიც დღემდე უცნაურ არს ადამიანისთვის, – უპასუხა მესამე ფილოსოფოსმა.

- როგორ ფიქრობ,რომელი უფრო უწინ იყო,დღე თუ ღამე?

- დღე იყო უწინარეს ღამისა ერთი დღით, – უპასუხა ალექსანდრეს და შეატყო-რა მას განცვიფრება,იქვე დაამატა: – უცნაურ კითხვებზე პასუხებიც უცნაური უნდა იყოსო.

- ყველაზე უფრო რა საშუალებით შეუძლია კაცს სხვების სიყვარული დაიმსახუროს? – ჰკითხა მაკედონელმა შემდეგ ფილოსოფოსს.

- იმით,თუ ეს კაცი თავის ძლიერებასთან ერთად საშიში არ იქნება, – მიიღო პასუხი.

- როგორ შეიძლება ადამიანი ღმერთი გახდეს?

- თუ ისეთ რამეს გააკეთებს,რის ქმნაც ადამიანს არ ძალუძს, – იყო გიმნოსოფისტის პასუხი.

- რა უფრო ძლიერია,სიცოცხლე თუ სიკვდილი?

- სიცოცხლე,რამეთუ ურიცხვ უბედურებასა და ჭირს იტანს, – უპასუხეს ალექსანდრეს.

- როდემდე უნდა იცოცხლოს ადამიანმა? – დასვა ბოლო შეკითხვა მაკედონელმა.

- მანამდე,სანამ იგი სიკვდილს არ ამჯობინებს სიცოცხლეს, – იყო პასუხი.

ამ შესანიშნავი პასუხების მიღების შემდეგ,ალექსანდრე მსაჯულად არჩეულ გიმნოსოფისტს მიუბრუნდა და უბრძანა თავისი აზრი გამოეთქვა.გონიერმა ფილოსოფოსმა კი განაცხადა: “ერთიმეორეზე უარესად გპასუხობდნენო”.” – მაშ,კარგი.რაკი ასერიგად გამოგაქვს მსჯავრი,ყველაზე პირველად შენ მოკვდებიო”, – უყვირა მას ალექსანდრემ.თუმცა უხუცესმა გიმნოსოფისტმა მაკედონელს მოკრძალებით შეჰკადრა: “დიდო ალექსანდრე! შენ აკი თქვი,პირველად იმას მოვაკლევინებ,ვინც ყველაზე ცუდად მიპასუხებსო?” – და ალექსანდრეც დადუმდა…

მაკედონელს ძალიან მოეწონა შესანიშნავად მოაზროვნე ინდოელი გიმნოსოფისტების პასუხები,ისინი უხვადაც დაასაჩუქრა,სიცოცხლეც შეუნარჩუნა და გაათავისუფლა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>