ზაქქუმი – (ჯოჯოხეთის ხე)

ზაქქუმი – მუსულმანთა წმინდა წიგნის – “ყურანი”-ს მიხედვით წარმოადგენს ჯოჯოხეთში არსებულ მცენარეს (ხეს),რომელიც “გეენიას ფესვებზეა” წამოზრდილი და მისი ყოველი ნაყოფი ეშმაკების სახოვანია.აღნიშნული ნაყოფით კი იკვებებიან ჯოჯოხეთში მოხვედრილი ცოდვილთა სულები.მუსულმანი ღვთისმეტყველების ცნობების თანახმად,ზაქქუმი მოხსენიებულია ყურანის იმ ნაწილებში,სადაც ადამიანთა სულები გადიან “საშინელ სამსჯავროს”. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ დროს,ცოდვილთათვის გამოტანილი განაჩენის თანახმად ეძლევათ მათ სულებს საკვებად ერთ-ერთი უსაშინლესი ხის – ზაქქუმის ძალიან ცხელი (შეიძლება ითქვას – ადუღებული) ნაყოფი,რომელსაც თავის მხრივ უსაზიზღრესი გემო და სუნი აქვს.მიუხედავად ამისა,ჯოჯოხეთში მობინადრე შიმშილისაგან განაწამები და ჭკუაზე შეშლილი ცოდვილთა სულები იძულებული ხდებიან იკვებონ იმ მცენარის ნაყოფით,რომლით კვებაც უდიდეს ტკივილს აყენებს,რადგან ადუღებული ნაყოფიდან გამომავალ მჟავისებრ სითხეს (წვენს) მათ სხეულებზე შემორჩენილი ხორცი ძვლებამდე დაჰყავს და ასე გრძელდება მარადიულად.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,”ყურანში” მრავალჯერ მოხსენიებული ჯოჯოხეთის ხე – ზაქქუმი,გახლავთ ჯოჯოხეთში მოხვედრილი ცოდვილი სულების ერთადერთი საკვები პროდუქტი. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>