“ტაეპები” – ქართველი პოეტების ლექსებიდან…

ჩემო სამშობლოვ,ეგეც რომ არა,

ეგეც რომ არა არ გყავს შემცვლელი,

მე მიყვარს ალბათ ის რაც შეგეძლო,

მე მიყვარს ის რაც შენ ვერ შეძელი.

(დავით მაღრაძე)

* * * * *

უფალო ჩვენ თუ გაგვძერწე,

მიწის მტვერით და ტალახით.

ჩვენ ქრისტე ღმერთი გიწოდეთ,

სხვამ მუჰამედი,ალაჰი.

* * * * * *

მე მზად ვარ თავის დასავიწყებლად,

ჩემი უარი მკაფიოდ ხისტი…

ამისთვის ღმერთი არ გამიწყრება,

რომ თავზე უფრო ვარსებობ სხვისთვის.

(გივი ალხაზიშვილი)

* * * * * * *

დარდი კვამლივით მეხვევა ყელზედ,

ირგვლივ რიყეა,უდაბნოს ქვები.

ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე,

თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები.

(ნიკო სამადაშვილი)

* * * * * * * *

ყველაზე მეტად შენ მდარდობ დედა,

შენ მისთვის გაჩნდი ჩემზედ იდარდო.

შენა ხარ დედი ჩემი ქუდ-ბედი,

მე კი ხანდახან დედა არც მახსოვს.

* * * * * * * * *

ამ ქარებს მაინც ნუღარ გამატანთ,

თითქოს ჩამესმა ფოთოლთა ჩქამი

და ავწრიალდი,მაგრამ სამართალს

უკვე უკუღმა დაეწყო წამი…

(ნოდარ ადეიშვილი)

* * * * * * * * *

არ გამიმართლა ცხოვრებაში,გავჩნდი და ვკვდები,

ხან ფრთები მადგას ანგელოზის,ხანაც კი რქები.

ყურს აღარ ვუგდებ რას ამბობენ,ამაზე სხვები.

მე ხომ ისედაც სულ ყველაფერს,ნელ-ნელა ვხვდები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>