აგატა კრისტის მოსაზრებები…
1. “არ მიყვარს ბრბოში გარევა,სადაც ყოველი მხრიდან გაწვებიან; არ მიყვარს როცა ხმამაღლა ლაპარაკობენ,ხმაურობენ; არ მიყვარს გრძელ-გრძელი საუბრები,წვეულებები,განსაკუთრებით – კოქტეილები,სიგარეტის კვამლი და, საერთოდ სიგარეტის მოწევა; ნებისმიერი მაგარი სასმელი – მათ მხოლოდ კულინარულ რეცეპტებში ვიტან; არ მიყვარს მარმელადი,კიბორჩხალა,თბილი საჭმელი; მოღრუბლული ცა,ფრინველის ფეხები,უფრო სწორად,ფრინველის მოკარება; ბოლოს კი – ყველაზე მეტად ვერ ვიტან თბილი რძის გემოსა და სუნს.
მიყვარს: მზე,ვაშლი; თითქმის მიყვარს მუსიკა,მატარებლები,არითემატიკული თავსატეხები და საერთოდ ყველაფერი,რაც რიცხვებთანაა დაკავშირებული; მიყვარს ზღვაზე ყოფნა და ცურვა; სიჩუმე,ძილი,ოცნება,ჭამა,ყავის არომატი,შროშანები,ძაღლები,თეატრში სიარული.
უკეთესი ჩამონათვალის გაკეთებაც შემიძლია,უფრო შთამბეჭდავისა და მრავლისმთქმელის.მაგრამ ეს რომ გავაკეთო,მე მე არ ვიქნები.მე კი მგონია, – უნდა შევეგუო იმას,რომ რაცა ვარ,ისა ვარ”. (ავტორი გენია.ჯი)
***
2. “როგორც გაირკვა,ჩემს მეგობარ მამაკაცთა შორის ბევრი აღმოჩნდა “ერთგულ ძაღლთა” ორდენოსანი”.
***
3. “თუ ორთქმავლის მართვა არ შეგიძლია,გახდი მეცეცხლური”.
***
4. “როგორც ჩანს,ცხოვრება ასეა მოწყობილი: თუ ერთხელ დაგატყდება თავს უბედურება,კვლავაც მოვა.მაგრამ არც ბედნიერება გეწვევა ერთხელ,ისიც უეჭველად განმეორდება”.
***
5. “ყველაზე დიდი ბედნიერება,რაც შეიძლება წილად გხვდეს,ეს არის ლაღი ბავშვობა”.
***
6. “მოგონება ერთ-ერთი ის ჯილდოთაგანია,რომელიც წლოვანებას მოაქვს,ამასთანავე,საამური ჯილდო”.
***
7. “მგონია,რომ ცხოვრება სამი პერიოდისაგან შედგება,ესაა: ბობოქარი და ტკბილი აწმყო,საბედისწერო სისწრაფით რომ მიექანება წინ; გაურკვეველი და ბუნდოვანი მომავალი,უთვალავი საინტერესო გეგმის დასახვის საშუალებას რომ იძლევა და, რაც უფრო გიჟური იქნება, – მით უკეთესი.ცხოვრება მაინც თავისას იზამს,ასე რომ,იოცნებეთ,რამდენიც გენებოთ; და ბოლოს,მესამე პერიოდი – წარსული,ჩვენი ახლანდელი ცხოვრების ფუნდამენტი,სავსე მოგონებებით,გაჯერებული უეცარი არომატით,მთის პეიზაჟით,ძველი სიმღერით,რაღაც ძალიან ჩვეულებრივით,რომელიც დაუფიქრებლად წარმოგვათქმევინებს საოცარი,განსაკუთრებული ტკბობით: – მახსოვს ერთხელ…”
***
8.”რა უნდა ვათქვა სამოცდათხუთმეტი წლის ასაკში? ალბათ, – გმადლობ უფალო,ჩემი ასეთი ლამაზი ცხოვრებისთვის და იმ სიყვარულისთვის,რომელიც მე მომენიჭა”. (ავტორი გენია.ჯი)