ვილი ბრანდტი – “ეპიზოდი”
ვილი ბრანდტი (1913-1992 წლები) – რომლის ნამდვილი სახელიც გახლდათ ჰერბერტ ერნსტ კარლ ფრამი,წარმოადგენდა დიდ გერმანელ პოლიტიკოსსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რიგით მეოთხე ბუნდესკანცლერს 1969-1974 წლებში. 1970 წელს მსოფლიო პრესა მოიარა მეტად ამაღელვებელმა ფოტომ,სადაც ერთ-ერთი მემორიალის წინ,მუხლებზე დაჩოქილი ვილი ბრანდტია გამოსახული. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესო და საგულისხმოა ის გარემოება,რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესკანცლერი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის დროს,ვარშავაში ეწვია იმ ებრაელების მემორიალს,რომლებიც ქალაქში არსებულ “გეტოებში” იქნენ განადგურებული გერმანელი ფაშისტების მიერ “ჰოლოკოსტის” მძვინვარების დროს.მას შემდეგ,რაც ვილი ბრანტი მემორიალს ეწვია,ყველასათვის მოულოდნელად მუხლებზე დაეცა და ამ მდგომარეობაში რამდენიმე წუთის მანძილზე იმყოფებოდა.მას შემდეგ,რაც პატივი მიაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლ ებრაელებს,ჟურნალისტებს განუცხადა: “არ არსებობს ისეთი ერი,რომელიც საკუთარ ისტორიას დაემალება”.ამ უპრეცენდენტო ფაქტმა მსოფლიო გააოგნა და მისი პოპულარობა ცივილიზებულ სამყაროში მეტად აამაღლა.ჟურნალმა “TIME”-მ იგი “წლის ადამიანად” გამოაცხადა,ხოლო 1971 წელს კი “ნობელის პრემია” მიენიჭა მშვიდობის დარგში.გარდა ზემოაღნიშნულისა,ვილი ბრანდტი გახლდათ ის პირველი გერმანელი სახელმწიფოს მეთაური,რომელიც ისრაელს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.ვიზიტის ფარგლებში იგი ეწვია ჰოლოკოსტის კატასტროფისადმი მიძღვნილ ეროვნულ მემორიალს – “იად ვა-შემს”,სადაც 103 ფსალმუნი წაიკითხა,რის შემდეგაც აღნიშნა: “ჩვენ ჩავიდინეთ უსაშინლესი დანაშაული.გულმოწყალე ღმერთს ვთხოვ,რომ შეგვინდოს!” ასეთი ქმედებებით ვილი ბრანდტის რეპუტაცია ძალიან გაიზარდა და მას XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკოსიც უწოდეს და მშვიდობის განმტკიცების დარგში “ნობელის პრემია”-ც მიანიჭეს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ვილი ბრანდტს დღემდე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოიხსენიებს ებრაელი ერი. (ავტორი გენია.ჯი)