გოლდა მეირის პასუხი ჰენრი კისინჯერს…

ისრაელის რიგით მეოთხე ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი – გოლდა მეირი (1898-1978 წლები),მთელი თავისი ძალისხმევით ცდილობდა,რომ ახლად ჩამოყალიბებული და ჯერ კიდევ არასაკმარისად ძლიერი ისრაელის სახელმწიფოსათვის გავლენიანი “მფარველი” მოეძებნა.სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ “რკინის ლედად” წოდებული ქალი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მუდმივად მოუწოდებდა დახმარება გაეწია მისი ქვეყნისათვის.ცნობილია,რომ გოლდას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში,ამერიკის სახელმწიფო მდივნის პოსტი ეკავა ებრაული წარმომავლობის მქონე – ჰენრი კისინჯერს. (ავტორი გენია.ჯი) კისინჯერის ებრაული წარმომავლობის შესახებ კარგად იყო ინფორმირებული გოლდაც,რომელსაც იმედი ჰქონდა,რომ თავისი ერის შვილს დიდი დახმარების აღმოჩენა შეეძლო ისრაელისათვის.მეირის ერთ-ერთ წერილში,რომელიც გაგზავნილ იქნა კესინჯერისათვის,გამოხატული იყო თხოვნა იმის შესახებ,რომ პირველ ხარისხოვან პრიორიტეტად ამერიკის შეერთებულ შტატებს – ისრაელი დაესახათ.წერილის გაგზავნიდან მალევე,გოლდა მეირმა ჰენრი კისინჯერის საპასუხო წერილი მიიღო,სადაც ხაზგასმით ეწერა:

” – პირველ რიგში – მე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ვარ,მეორე რიგში ქვეყნის სახელმწიფო მდივანი,ხოლო მესამე რიგში – ებრაელი”.

გაეცნო-რა გოლდა ჰენრის წერილს,მასთან უმალვე აფრინა ერთობ ლაკონური წერილი,რომელშიც ეწერა:

” – თქვენ უნდა იცოდეთ,რომ ჩვენ,ისრაელში,მარჯვნიდან მარცხნივ ვკითხულობთ”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>