“წმინდა მამათა შეგონებანი”

1. “საკუთარ თავს შთავაგონოთ – ნუ განვიკითხავთ სხვებს,რადგან ჩვენში საკმაოდ ბევრია ის,რაც სხვაში არ მოგვწონს”. – ღირსი ნილოს სინელი

2. “ცხონების საქმეს ვერ იქმ ქრისტეს გარეშე,ქრისტე კი ვერ იქმს შენ გარეშე”. – წმინდა ფილარეტ მოსკოველი

3. “ცოდვით ტკბობა დროებითია,მაგრამ მას მარადიული სიკვდილი მოსდევს”. – წმინდა ტიხონ ზადონელი

4. “თვალხილული ბრმაა ის,ვინც ვერ ხედავს,რამდენად დამღუპველია მისი ცოდვა”. – წმინდა დიმიტრი როსტოველი

5. “თითოეული ცოდვა სიმთვრალეა,რომლიდან გამოფხიზლებაც ძალიან არასასიამოვნოა”. – წმინდა მარკოზ მონაზონი

კომენტარის დატოვება