გენიოსები „ღმერთის” შესახებ…

1. „ღმერთთან სალაპარაკოდ ყველას თავისი განსაკუთრებული, გასაიდუმლოებული ენა გააჩნია; სიცოცხლესავით მარტივი, პურივით აუცილებელი, სიკვდილივით უკიდურესი და სიყვარულივით გულუბრყვილო”. – ოთარ ჭილაძე

* * *

2. „ნურაფრის გეშინია, არასოდეს შეგეშინდეს და ნუ იღელვებ, ოღონდ მონანიება არ დაივიწყო და უფალი ყველაფერს მოგიტევებს. ისეთი ცოდვა არ არსებობს ამქვეყნად, რაც ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიეტევება და ვერც ჩაიდენს ადამიანი ისეთ დიდ ცოდვას, ღვთის სიყვარულს რომ აღემატებოდეს! მონანიება არ დაგავიწყდეს, მუდმივად მოინანიე და ილოცე. შიში კი განაგდე, გწამდეს, რომ უფალს ისე უყვარხარ, შენ რომ ვერ წარმოიდგენ. ნათქვამია და ასეა, ერთ მონანულს უფრო მეტი სიხარული მოაქვს, ვიდრე ათ მართალს, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ”. – თედორე დოსტოევსკი

***

3. „რწმენა იწყება იმის ცოდნით, რომ სამყარო და ადამიანი უმაღლესმა გონმა შექმნა. ჩემთვის ძნელი არ არის ამის დაჯერება იმიტომ, რომ გეგმის არსებობის ფაქტი და, აქედან გამომდინარე, გონების არსებობა უდავოა. სამყაროს წესრიგი, რომელიც თვალწინ გვეშლება, თავად ადასტურებს ყველაზე დიდი და უზენაესი მტკიცების ჭეშმარიტებას: „ყველაფრის საწყისი ღმერთია”. – არტურ კოპტონი (ავტორი გენია.ჯი)

***

4. „წმინდა წერილი არასოდეს სცოდავს და არასოდეს ცდება. შეუძლებელია წმინდა წერილი როდესმე ცდებოდეს, ვინაიდან ბევრ ადგილას იგი არა მარტო უშვებს, არამედ მოითხოვს განმარტებას, რადგან პირდაპირ, სიტყვასიტყვით გადმოცემულ აზრში უფრო ღრმა იმალება”. – გალილეო გალილეი

***

5. „ერთ მშვენიერ დღეს მომავალ თაობას გაეცინება თანამედროვე მეცნიერ-მატერიალისტთა სისულელეზე. რაც უფრო ღრმად ვეცნობი ბუნებას, მით უფრო ვიხიბლები შემოქმედის სწორუპოვარი საქმეებით”. – ლუი პასტერი

***

6. „შემოქმედმა ადამიანთა მოდგმას ორი წიგნი მიანიჭა, ერთში თავისი სიდიადე აჩვენა, მეორეში თავისი ბუნება გაუმჟღავნა”. – მიხეილ ლომონოსოვი

***

7. „სამყაროს ასტრონომიული ორგანიზაციის მათემატიკური წესრიგი გონების ნაყოფია. ეჭვგარეშეა, რომ ეს გონება გაცილებით აღემატება გონებას ასტრონომებისა, რომელთაც მსოფლიოს მმართველი კანონები აღმოაჩინეს… მთავარი მიზეზი ყოველგვარი ჰარმონიისა და მშვენიერებისააო! ვინ და რა უნდა იყო შენ, როცა შენი საქმენი ასეთი დიდებულია? და რა ვუწოდოთ მათ, ვინც შენ უარგყოფს, ვინც შენზე არ ფიქრობს, ვისაც არასდროს უგრძვნია შენი არსებობა.

სამყაროს მამაო! სიყვარულით ვიხრი ქედს შენ წინაშე…” – ფლამარიონ კამილი (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>