“ოლიმპიური თამაშების” ისტორიიდან…

როგორც ცნობილია,პირველი დოკუმენტურად დადასტურებული “ოლიმპიური თამაშები” ძვ.წ.აღ-ით 776 წელს გაიმართა საბერძნეთში.მას შემდეგ მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ფორუმზე უამრავი უცნაური და მეტად საყურადღებო ფაქტი დაფიქსირდა.ამ მხრივ გამონაკლისი არც ძვ.წ.აღ-ით 680 წელს გამართული ოლიმპიური თამაშები ყოფილა.იმ პერიოდისათვის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ სპორტულ სახეობას ეტლში შებმული ცხენებით დოღი წარმოადგენდა.სტარტის დასაწყისშივე ერთ-ერთმა ცხენმა,რომელსაც სახელად – “აურა” ერქვა,მხედარი ეტლიდან გადააგდო და მთელი შეჯიბრება მხედრის გარეშე,პირველმა დაფარა სრული დისტანცია.მსაჯებსა და ორგანიზატორებს შორის დიდი დისკუსია გაიმართა იმის შესახებ,თუ ვისთვის მიენიჭებინათ ოლიმპიური ჩემპიონობა და საბოლოოდ დაადგინეს,რომ გამარჯვებულის ანუ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ცხენისათვის – აურასათვის მიენიჭებინათ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ გამარჯვებული ცხენის მხედარი თავისი ცხენისაგან განსხვავებით,უტიტულოდ იქნა დატოვებული. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>