ართურ კონან დოილი – “წიგნის დიდება”
„დაე იყოს თუნდაც ღარიბი თქვენი წიგნების თარო, ასედაც დაამშვენებს თქვენს უბრალო სავანეს. შიგნიდან ჩაკეტეთ კარები, დაუტოვეთ გარე სამყაროს მთელი თავისი საზრუნავი, მიწიერი შფოთის უარმყოფელმა დაისვენეთ დიად მიცვალებულთა შორის – ჯადოსნურ კარიბჭეს რომ გასცდებით, თქვენ აღმოჩნდებით მშვენიერ ქვეყანაში, სადაც ვერ აღწევს ბრაზი და მოუსვენრობა.
ყველაფერი მდაბალი და უხამსი უკან დაგრჩათ. აქ თქვენს მოლოდინში დგანან თქვენი კეთილშობილი მდუმარე მეგობრები. აირჩიეთ ის, რომელიც ამ წუთებში თქვენთვის ყველაზე მახლობელია. ახლა ისღა დაგრჩენიათ, ხელი გაუწოდოთ და მშვენიერების სამყაროში გაჰყვეთ… ყოველი ტომი თქვენი მეგობარია… ყოველი გაცვეთილი გარეკანი კი ყოველთვის, წიგნის მოყვარულ ადამიანში საამო მოგონებების აღძვრას იწვევს”… – (ავტორი გენია.ჯი)