ჯორჯ ფროსტ კენანი – “გრძელი ტელეგრამა”
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ,სხვა რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად,დაარსებული იქნა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები,როგორებიცაა – “საერთაშორისო სავალუტო ფონდი” და “მსოფლიო ბანკი”.აღნიშნული ორგანიზაციების უმთავრესი მიზანი რიგი ქვეყნების განვითარებისათვის საჭირო ფულადი და ტექნიკური საშუალებებით მხარდაჭერა იყო.საბჭოთა კავშირმა იმთავითვე უარი განაცხადა აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე,რამაც ამერიკის შეერთებული შტატების გაკვირვება გამოიწვია და ისინი დაინტერესდნენ თუ რატომ აცხადებდა უარს “წითელი იმპერია” ეთანამშრომლა ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ აშშ-მ საბჭოთა კავშირში,კერძოდ მოსკოვში მდებარე ამერიკის საელჩოდან მოითხოვა გაერკვიათ უარის მიზეზები. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდისათვის აშშ-ის საელჩოში მუშაობდა ცნობილი ამერიკელი დიპლომატი,პოლიტოლოგი და ისტორიკოსი – ჯორჯ ფროსტ კენანი (1904-2005 წლები).ცნობისათვის,ევროპაში დიპლომატიური მოღვაწეობის შემდეგ,კენანი საბჭოთა საელჩოში იქნა მივლინებული.თავდაპირველად,იგი “წითელ იმპერიაში” პირველი ელჩის – უილიამ ბულიტის,თარჯიმანი იყო (მოგვიანებით – 1952 წლის 14 მაისს თავად გახდა სრულუფლებიანი ელჩი).აშშ-ის მთავრობის მოთხოვნისათვის პასუხის გაცემის პასუხისმგებლობა კენანმა საკუთარ თავზე აიღო და მალევე N 511 ტელეგრამა (რომელსაც შემდგომ - “გრძელი ტელეგრამა” ეწოდა) აფრინა ამერიკის შეერთებულ შტატებში.ტელეგრამა შედგებოდა 8 000 სიტყვისაგან და მასში განხილული იყო ყოველი ის დეტალი,რაც ასე აინტერესებდა აშშ-ს.სწორედ აღნიშნული ტელეგრამის შემდეგ უწოდეს მას “ცივი ომის არქიტექტორი”,რადგან მის მიერ გაგზავნილმა ტელეგრამამ უდიდესი გავლენა იქონია მსოფლიო ისტორიის შემდგომ დინებაზე.
კენანის მიერ შედგენილ “გრძელ ტელეგრამაში” აღნიშნული იყო,რომ საბჭოთა კავშირი არ წარმოადგენდა აშშ-ს სტრატეგიულ და სანდო პარტნიორს.გარდა ამისა ეწერა,რომ აშშ-ს მთავრობას აუცილებლად უნდა გადაეხედა და შეეწყვიტა “რუზველტისეული” პარტნიორობა საბჭოთა ხელისუფლებასთან,რადგან საბჭოთა ხელისუფლებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს ურთიერთობისა,მხოლოდ – “ძალა” წარმოადგენდა.კენანის ტელეგრამა იტყობინებოდა,რომ სსრკ არ ენდობოდა აშშ-ს.გარდა ამისა,ჯორჯი წერდა,რომ სსრკ არად აგდებდა და არ ითვალისწინებდა პარტნიორი ქვეყნების არც პოლიტიკურ და არც ეკონომიკურ ინტერესებს.
“გრძელ ტელეგრამაში” განხილული იყო არა მარტო საბჭოთა ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენელთა მისწრაფებები,არამედ უბრალო “საბჭოთა მოქალაქეების” მსოფლმხედველობებიც კი.კენანის აზრით,სსრკ-ს ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა ამუშავებულიყო ეგრეთ წოდებული “შეკავების პოლიტიკა”,რადგან ამით შესაძლებელი ხდებოდა “წითელი იმპერიის” გავლენის შემცირება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ტელეგრამა N 511 განკუთვნილი იყო აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელისათვის,თუმცა მას სულ რამდენიმე ხანში ათასობით ის ადამიანი გაეცნო,რომლებიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პლიტიკას განსაზღვრავდნენ.კენანის ტელეგრამამ იმდენად დიდი ეფექტი მოახდინა ხელისუფლებაში,რომ მისი ასლები გადაეგზავნა თითქმის ყველა ამერიკულ საელჩოს მსოფლიოში. 1947 წელს კი იგი გამოქვეყნებულ იქნა ამერიკულ პრესაში.სწორედ ჯორჯ ფროსტ კენანის მიერ შედგენილი ტელეგრამა გახდა საფუძველი მსოფლიოში “ცივი ომის” დაწყებისა და ამიტომაც მოიხსენიებენ მას,როგორც – “ცივი ომის არქიტექტორი”. (ავტორი გენია.ჯი)
ჯორჯ ფროსტ კენანი