უილიამ შექსპირი – “სონეტი II”

ორმოცი ზამთრის ტყვეობაში რომ ჩავარდები,

შენს შუბლს ორმოცი ნაოჭი რომ დათხრის,დაღარავს,

რომ გადაფარავს შენს ყვავილნარს ეკალ-ბარდები

და არ მოხიბლავს აღარავის… არსად… არღარას,

***

მაშინ გკითხავენ – “ის მშვენება სად გადამალე,

საით გაქრაო საგანძური ყმაწვილურ ფერთა?” -

იტყვი -”თვალების სიღრმეებში დავასამარე!..”

და ეს მოიტანს გაუგონარ დაცინვას შენთან.

***

შენს სილამაზეს მიეგება მეტი ღირსება,

თქმა რომ შეგეძლოს – “ეს არსება შვილია ჩემი,

მას გადაეცა ყველა ჩემი ზნე და თვისება,

იგია ჩემთვის სიბერის ჟამს ნუგეშისმცემი”.

***

შენ ცივ ზამთრებში,სიბერისკენ გადარხეულში,

შვილს იხილავ და კვლავაც სითბოს იგრძნობ სხეულში.

კომენტარის დატოვება