დავით წერედიანის – “თემა და ვარიაციებიდან”

“ადამიანთა დიდ ნაწილს პანიკური შიში აქვს,ჩამორჩენილობა არ დაბრალდეს.ახალ-ახალი “იზმები” ძირითადად ამ საფუძველს ემყარება.

ვინ მიმაჩნია უდიდეს თანამედროვე პოეტად და – ყველაზე ძველთაგან ჰომეროსი.ბევრად ახალია,ვიდრე – რომელიც გნებავთ ნობელიანტი.

ჩემთვის განუზომლად უფრო ახალია…”

***

“არ მახსოვს,წავიკითხე თუ ჩემით მომაფიქრდა.უფრო – წავიკითხავდი.

ჯორდანო ბრუნო ჰელიოცენტრული სისტემის გამო კოცონზე ავიდა.გალილეო გალილეიმ უკან დაიხია,არ ავიდა.

ბრუნოს სწამდა,გალილეიმ დამტკიცებულად იცოდა.

ორივე საქციელი ამ წანამძრვრიდან გამომდინარეობს.

კოცონზე რწმენისთვის ადიან,ცოდნის გამო არ ადიან”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“ერთხელ პლაგიატზე ჩამოვარდა სიტყვა.”ყველა მწერალი ქურდი და ყაჩაღია”, – ამბობდა თურმე ფოლკნერი.გენიოსები – ვინ წარმოიდგენდა! – ყველაზე ხშირად ყოფილან ხელმრუდობაში შემჩნეული.გოეთეს რომელიღაც თანამოკალმის მდარე ლექსი შეუსწორ-შემოუსწორებია,მერე შენანებია და თავისად დაუბეჭდავს.ტოლსტოისთვის “აღდგომის” სიუჟეტის გამო სასამართლოში უჩივლიათ.

დავასკვენით: თუ ძველს მოჰპარე,ქურდობაა,თუ ცოცხალს – ყაჩაღობა.

შოთა ჩანტლაძე,როგორც მოსალოდნელი იყო,გენიოსების მხარეს აღმოჩნდა:

- თუ მართლა პოეტი ხარ და ვინმე უნიჭოსთან კარგი სტრიქონი იპოვე,უფლება არა გაქვს,არ მოიპარო.ესეც ეროვნული განძია,უნდა დავიწყებისგან იხსნა.

და ხელების ქნევით წინ გაგვიარ-გამოგვიარა.ასე იცოდა ხოლმე,როცა რაიმეს მოულოდნელს იტყოდა.

- კარგია, – შევუქე ეროვნული განძის მცველობა, – მაგრამ რა გუნებაზე დადგები,როცა იტყვიან: იმ საწყალს ერთადერთი სტრიქონი ჰქონდა და შოთა ჩანტლაძემ ისიც არ შეარჩინაო”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>