ჰანს ეისლერი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთ არისტოკრატიულ ოჯახს,დიდი გერმანელი კომპოზიტორ-ექპრესიონისტი – ჰანს ეისლერი და ალბერტ აინშტაინი ეწვივნენ.როგორც ცნობილია,ალბერტი შესანიშნავად ფლობდა ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნებას,რის გამოც,სადილის შემდეგ ოჯახის წევრებმა ჰანსსა და აინშტაინს თხოვნით მიმართეს ერთად შეესრულებინათ რაიმე მუსიკალური კომპოზიცია.ეისლერმა და აინშტაინმა გაითვალისწინეს მასპინძლების თხოვნა და დაიწყეს მუსიკალური ნაწარმოების შესრულება,თუმცა რამდენჯერაც ეისლერმა დაიწყო როიალზე მუსიკალური ტაქტის აღება ალბერტი თავისი ვიოლინოთი ვერც ერთხელ ვერ აჰყვა მას.აღნიშნულმა ფაქტმა გერმანელი კომპოზიტორი ერთობ გააღიზიანა და როდესაც როიალიდან წამოდგა ყველას გასაგონად წარმოსთქვა: “ვერ გამიგია,რატომ თვლის მსოფლიო დიად ადამიანად ისეთ კაცს,რომელმაც სამამდე თვლაც კი არ იცის?!” (ავტორი გენია.ჯი)