იცით თუ არა,რომ
1. ჩინეთში,ყველაზე ცნობილი ალკოჰოლური სასმელი გახლვათ 58 გრადუსის მქონე არაყი – “მაოტაი”.აღნიშნული სასმელის დიდი მოყვარულები გახლდნენ ისეთი ცნობილი ჩინელი პოლიტიკური მოღვაწეები,როგორებიც იყვნენ – მაო ძედუნი,დენ სიაპონი,ნჩჟოუ ენლამენი და სხვები.
2. გენიალურმა გერმანელმა პოეტმა,მოაზროვნემ და ბუნებისმეტყველმა – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ,თავისი საუკეთესო ნაწარმოებები 50 წლის ასაკის შესრულების შემდეგ დაწერა. (ავტორი გენია.ჯი)
3. როგორც ცნობილია,დიდი გერმანელი თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი – მარტინ ლუთერი,ლუდის დიდი მოყვარული გახლდათ (იგი მუდმივად მოიხმარდა გერმანულ ქალაქ აინბეკში დამზადებულ მუქი შეფერილობის მქონე ლუდს).აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ლუდს,ლუთერმა ლექსიც კი მიუძღვნა,სადაც მას საუკეთესო სასმელად მოიხსენიებდა.
4. დიდი ამერიკელი მუსიკოსი,მწერალი და მსახიობი – ტუპაკ ამარუ შაკური,რომელიც მოკლულ იქნა 1996 წლის 13 სექტემბერს ლას-ვეგასში,პირველი რეპერია მსოფლიოში,რომელსაც ძეგლი დაუდგეს.
5. გენიალურ ავსტრიელ კომპოზიტორს – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს,არასოდეს უვლია სკოლაში.
6. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად – ბუდა 150 ენაზე საუბრობდა.
7. უდიდესმა ავსტრიელმა ფსიქოლოგმა,ფსიქიატრმა და ნევროლოგმა – ზიგმუნდ ფროიდმა,კოკაინი პირველად 28 წლის ასაკში (1884 წელს) გასინჯა და მისი მოქმედებით აღფრთოვანდა კიდეც.
8. ოპიუმის შესახებ პირველი ცნობები სათავეს ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნიდან იღებს.იგი,როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება,თავის ერთ-ერთ ნაშრომში მოხსენიებული აქვს გენიალურ ძველბერძენ ექიმსა და “მედიცინის მამა”-დ წოდებულ – ჰიპოკრატეს. XIX საუკუნეში ოპიუმს – “ლაუდანუმს” უწოდებდნენ.
9. ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 32-ე პრეზიდენტმა – ფრანკლინ დელანო რუზველტმა,თავისი პრეზიდენტობის პერიოდში 28 სუსტი სქესის წარმომადგენელი (ქალბატონი) დანიშნა მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე.ფრანკლინის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიკოსთა ერთი ნაწილი,მისივე მეუღლის – ელეონორა რუზველტის გავლენით ხსნის (როგორც ცნობილია,ელეონორას საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა მეუღლეზე).
10. დიდი ინგლისელი მწერალი – სერ არტურ კონან დოილი,პროფესიით ოფთალმოლოგი იყო. (ავტორი გენია.ჯი)