გრეტა გარბო – “ეპიზოდი”

შვედური წარმომავლობის მქონე გენიალურ ამერიკელ მსახიობ ქალს – გრეტა გარბოს (1905-1990 წლები),უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა.მათ შორის იყვნენ,იმ დროისათვის საყოველთაოდ ცნობილი პოლიტიკოსები,მსახიობები,მუსიკოსები და მილიონერები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ გრეტას თაყვანისმცემლებს შორის ერთ-ერთი – ადოლფ ჰიტლერიც იყო.მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მცირეოდენი ხნით ადრე,ჰიტლერმა გრეტა გარბო ბერლინში მიიწვია,თუმცა დიდმა მსახიობმა ქალმა გერმანიაში ჩასვლაზე უარი განაცხადა.აღნიშნული ფაქტის შესახებ კი მოგვიანებით დიდი ამერიკელი მსახიობი ქალი წერდა:

“დღეს მე სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში,რომ აუცილებლად უნდა გავმგზავრებულიყავი გერმანიაში.თან უნდა წამეღო ჩანთაში დამალული რევოლვერი,რომლითაც სრულიად მარტივად მოვკლავდი ჰიტლერს.მისი მკვლელობა კი ყველა პრობლემას უმტკივნეულოდ გადაჭრიდა და შესაძლოა მეორე მსოფლიო ომიც კი თავიდან აგვეცილებინა.მე კი,ისეთი მასშტაბის გმირი გავხდებოდი,როგორიც გახლდათ – ჟანა დ’არკი”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>