ჟოზეფ ერნესტ რენანი წერდა…
“კაცობრიობა,როგორც ერთეული,კრებულია სულმდაბალ,ეგოიზმითა და ქვენა გრძნობებით აღსავსე არსებათა,რომელნიც ცხოველებისაგან მხოლოდ იმით განირჩევიან,რომ მათი ეგოიზმი უფრო მოფიქრებულია.მაგრამ კაცობრიობის საერთო უგვანობაში აღმართულია რამდენიმე დიდებული სვეტი,რომელიც ადამიანის უკეთეს დანიშნულებას გვიჩვენებს.ყველაზე უმაღლესი ამ სვეტთაგანი იესოა. (ავტორი გენია.ჯი) იგი გვასწავლის,საიდან მოვიდა კაცი და საით უნდა მიისწრაფოდეს.იესო,ეს განხორციელებაა ყველა იმისი,რაც კი კარგი და აღმატებულია ადამიანის ბუნებაში.იგი უცოდველი არ იყო,იგი ებრძოდა იმ ვნებათ,რომელთაც ჩვენც ვებრძვით.არავითარ ანგელოზს არ გაუმხნევებია იგი,გარდა თავისივე სინდისისა,არავითარ ეშმაკს არ მოუნდომებია მისი შეცდენა,გარდა იმ ეშმაკისა,რომელიც თვით კაცის გულში ზის.როგორც ბევრი მისი დიდებული თვისებათაგანი მოწაფეთა უმეცრებისა გამო ჩვენთვის დაკარგულია,ისე ბევრი მისი ნაკლიც ჩვენგან დამალული იქნება,მაგრამ პირადი სარგებლობა იესოს არასოდეს კაცობრიობის სარგებლობაზე მაღლა არ დაუყენებია.იგი ისე იყო გატაცებული თავისი აზრით,თავისი იდეით,რომ ქვეყნიური სიამენი ბოლოს დავიწყებასაც კი მისცა.
სწორედ ამ გმირული ნება-აღმაფრენის მეოხებით იგი სამყაროს გამგედ შეიქნა.დედამიწის ზურგზე ჯერ არ გამოჩენილა ისეთი კაცი გარდა სიკიამუნისა,რომელსაც იესოსავით ასე სავსებით სძულებოდეს ოჯახური ცხოვრება,ქვეყნიური სიტკბოება და მიწიერი ზრუნვა.იგი ცხოვრობდა მხოლოდ თავისი დანიშნულებისათვის! ჩვენ,საუკუნო ბავშვებს,რომელნიც დაუღალავად ვფუსფუსებთ,მაგრამ არასოდეს არ ვიმკით ჩვენი დანათესის ნაყოფს,იმის მეტი არა დაგვრჩენია რა,რომ მოწიწებით ქედი მოვიხაროთ ამ ნახევრად ღმერთების წინაშე.იმათ შესძლეს ის,რაც ჩვენთვის მიუწვდომელია.შექმნეს დიდებული საქმე,განამტკიცეს იგი და კიდევ მოქმედებენ.არავინ იცის კვლავ განახლდება,თუ არა თავისებურება პიროვნებისა,შექმნის რაიმე ახალ გზას კაცობრიობა თუ დასრულებლივ ივლის ძველ საუკუნეთაგან გაკვერილ გზაზე,მაგრამ რაც უნდა დიდებული მომავალი ჰქონდეს კაცობრიობას,რაც უნდა დიდებული წინამძღოლი გაუჩნდეს მას,იესოს მაინც ვერავინ გადააჭარბებს,იესოზე უაღრესი ვერ იქმნება.მისი სარწმუნოება მარადის დარჩება და იყვავილებს,მისი ლეგენდის გამომგონენი ყოველთვის დაღვრიან ლმობიერ ცრემლებს,მისი ტანჯვა საზიარო იქნება ყველა სულით და გულით ამაღლებულებისთვის და ყოველთვის აღარებენ,რომ იესოზე დიდებული ძე კაცისა ჯერ არ დაბადებულაო… (ავტორი გენია.ჯი)