ამირყოლი ამინის იგავ-არაკი – “დაილოცა,ღმერთო,შენი სახელი”
ერთი კაცი უშველებელი კაკლის ქვეშ წამოწოლილიყო და ფიქრობდა ნეტავ ამ ღმერთს ჭკუა არა ჰქონდა,რომ უზარმაზარ ხეს ერთი ციცქნა ნაყოფი გამოაბა და მიწაზე გართხმულ ბალახს კი ამ სისხო ნესვიო.
ამ ფიქრებში იყო გართული,რომ უეცრად ნიავმა კაკლის ხის ტოტები შეარხია.კაკლები დაბლა ჩამოცვივდა და ერთი კაკალი მიწაზე გაშოტილ კაცს პირდაპირ თავში მოხვდა.გამწარდა კაცი,ტკივილისაგან თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა,შუბლზე ხელები იტაცა და შეშინებულმა ცას შეჰღაღადა:
- დაილოცა,ღმერთო,შენი სახელი,დიდ კაკლის ხეს რომ მცირე ნაყოფი გამოასხი და სუსტ ბალახს კი უშველებელი ნესვი.ამ კაკლის ხეს რომ ნესვისოდენა ნაყოფი სხმოდა,ახლა ხომ ცოცხალი არ ვიქნებოდი. (ავტორი გენია.ჯი)