გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგის ნააზრევი…
“ადამიანის უკეთილშობილესი საქმე ადამიანია!”
***
“ვინც ჩადენილი სიკეთისათვის ჯილდოს მოელის,იმას ხომ ამით ეს სიკეთე უკანვე მიაქვს”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“იარე,განგებავ,შენი შეუმჩნეველი ნაბიჯით,ოღონდ შენს თავში ნუ დამაეჭვებ მაგ შეუმჩნევლობით.მაშინაც კი ნუ დამაეჭვებ,სულაც რომ უკანსვლად მეჩვენოს შენი ნაბიჯები!”
***
“ვინც გაჭირვების ჟამს არ გამომართმევს ფულს,როცა მე მაქვს და მას კი არა,ის თვითონაც არაფერს მომცემს,თუ გამიჭირდა…”
***
“უღირსია ის სიყვარული,რომელსაც შეუძლია საყვარელი ქალი უყოყმანოდ ხელში ჩაუგდოს საზოგადოების სიძულვილს”.
***
“ადამიანებს ერთმანეთი სრულიად უანგაროდ უნდა უყვარდეთ”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“ამქვეყნის ძლიერთა სამსახური სახიფათოა და ჯაფად,შევიწროებად და დამცირებად არ ღირს”.
***
“ის,რასაც მორალურ მიზეზებს უწოდებენ,სხვა არაფერია,თუ არა ფიზიკალურ მიზეზთა შედეგი”.
***
“არაფერია დიდი,რაც ჭეშმარიტი არაა.ჭეშმარიტების ქადაგება თუ გსურს,იგი ან მთლიანად უნდა იქადაგო,ანდა სულ არა”.