ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი – “რჩევები ვაჟიშვილს”
“გახსოვდეს,რომ ქება-დიდება,თუკი ის დაუმსახურებელია,მკაცრ დაცინვად,შეურაცხყოფადაც კი იქცევა ხოლმე და მთელი სიცხადით ამჟღავნებს ადამიანთა მანკსა და უგუნურებას.ეს ერთგვარი რიტორიკული ხერხია,რომელსაც ირონია ჰქვია და რომელშიაც სიტყვები თავისი პირდაპირი მნიშვნელობის საწინააღმდეგო აზრი იხმარება.თანაც,ეს არაა სიცრუე,რადგან პირდაპირ მიგანიშნებს,რომ გულისხმობენ არა იმას,რასაც გეუბნებიან,არამედ სრულიად საწინააღმდეგოს”.
***
“აბა,დაუფიქრდი,რა სირცხვილი და თავის მოჭრაა – გქონდეს სწავლის შესანიშნავი შესაძლებლობა და დარჩე მაინც უვიცი.უმეცარი ადამიანი არარაობაა და ზიზღის ღირსია”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“ყველა ადამიანს აქვს თავისი მისწრაფება,თავისი პატივმოყვარეობა და საშინელ გულისტკივილს განიცდის,როცა მოლოდინი უცრუვდება; განსხვავება მხოლოდ ის არის,რომ ბრიყვ კაცს პატივმოყვარეობაც კი ბრიყვული აქვს და არასწორი გზისკენ მიმართული,ჭკვიანი კაცის პატივმოყვარეობა კი კანონიერია და ქების ღირსია”.
***
“დააგროვე ცოდნის მარაგი,ვიდრე ამის უნარი შეგწევს; დაე,მისი მეტი წილი ვერც კი გამოიყენო სიჭაბუკის თავაშვებულ წლებში,მაგრამ,სამაგიეროდ,დადგება დრო და უეჭველად დაგჭირდება ეს ცოდნა.სახელმწიფო ბეღლებს მოსავლიან წლებში ავსებენ მარცვლით.არავინ იცის ზუსტად შემდეგი,მეორე,თუ მესამე წელი იქნება მოუსავლიანი,მაგრამ იციან,რომ ადრე თუ გვიან,იგი დადგება და ხალხს მარცვლის ნაკლებობა შეაწუხებს”.
***
“ადამიანების შესწავლა არანაკლებ ყურადღებას და გულმოდგინებას მოითხოვს,ვიდრე წიგნებისა, და შეიძლება მეტ გამჭრიახობასა და შორსმჭვრეტელობასაც კი”.
***
“სიძულვილს ადამიანები ყველაზე ძნელად იტანენ და ძალიან ძნელადაც პატიობენ.მათთვის გაცილებით იოლი დასავიწყებელია მიყენებული ზიანი,ვიდრე უბრალო წყენა.ამიტომ,თუ გინდა რომ ხალხს მოსწონდე,გააღვივო მათში სიყვარული და არა სიძულვილი,იყავ მათდამი ყურადღებიანი,გახსოვდეს,რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი წილი თავმოყვარეობა და ამ ყურადღებით ყოველთვის აამებ მას”.
***
“ცხოვრებას რომ ახლიდან ვიწყებდე და ის გამოცდილება გამაჩნდეს,ამჟამად რომ მაქვს,ჩემს ცხოვრებას მოჩვენებით ნეტარებას კი არ შევწირავდი,არამედ ჭეშმარიტებას”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“ქცევებთან ერთად არასდროს მხედველობიდან არ გამოგრჩეს გარეგნობაც შენი”.
***
“დამნაშავეა იგი,ვისი სიტყვაც და მოქმედებაც შეგნებულ სიცრუეს წარმოადგენს და არა ის,ვისაც გულწრფელად და ალალად სწამს თავისი ნათქვამი და ქმედება”.