ფრანც გრილპარცერი – (ორი ეპიგრამა)

ეგ ქედმაღლური და მტრული კილო

სულაც არ არის გასაკვირველი,

აქ თუ ბოლო ვარ და სათაკილო,

სამაგიეროდ ხალხში – პირველი.

* * * * *

ადამიანებს გავურბივარ თუ გამირბიან,

ეულად ყოფნა კი მარგუნა ბედმა სრულიად,

გზებზე უჩუმრად მარტოხელა რომ ვხეტიალობ,

ღმერთმა ხომ იცის,სიმარტოვე – სიბრალულია!

კომენტარის დატოვება