ფრანსისკო მასიას ნგემა – “ეპიზოდი”
ეკვატორული გვინეის პირველი პრეზიდენტი (1968-1979 წლები) – ფრანსისკო მასიას ნგემა,მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური დიქტატორი გახლდათ.მისი მმართველობის პერიოდში ზემოაღნიშნულ აფრიკულ სახელმწიფოში საშინელი ტერორი და რეპრესიები მძვინვარებდა.როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან,ნგემას სასტიკ რეჟიმს ეკვატორული გვინეის მოქალაქეების მეოთხედი შეეწირა. 1975 წელს (ქრიტეშობის დღეს) ფრანსისკოს ერთგულმა სამხედროებმა,მათივე ბელადის ბრძანების საფუძველზე დასახვრეტად გაიყვანეს დიქტატორის 150 პოლიტიკური ოპონენტი.სისასტიკით განთქმული დიქტატორისაგან ასეთი საქციელი არავის გაუკვირდებოდა,რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი და ცინიზმით სავსე დეტალი.კერძოდ,ნგემას ბრძანებით,მისი პოლიტიკური ოპონენტები დახვრეტილ იქნა “სანტა კლაუსების” ტანისამოსებში გამოწყობილი სამხედროების მიერ.დახვრეტისას კი ჩართული გახლდათ საყოველთაოდ ცნობილი სიმღერა – “Those Were the Days”,რომელსაც ასრულებდა დიდი უელსელი მომღერალი – მერი ჰოპკინი. (ავტორი გენია.ჯი)