სამსონ ფირცხალავა – “მიმართვა ქართველი ემიგრანტი სტუდენტებისადმი”
“იყავით მუდამ ქართველები,ისწავლეთ კარგად ქართული,გაიცანით ფართოდ საქართველო,მისი ისტორია,მწერლობა,ხელოვნება; გიყვარდეთ ძლიერ ქართველი ხალხი,მისი ათას და ათას წლების ცხოვრება გმირული ბრძოლაა თავისუფლებისა და ეროვნული ღირსებისათვის,იგი ვერ გატეხა ვერავითარმა ჭირმა და განსაცდელმა და დღემდის ცოცხლობს მხნედ და მაგრად.
თქვენი გული მუდამ საქართველოსთვის უნდა სცემდეს,თქვენი თვალები სულ საქართველოსკენ უნდა იცქირებოდნენ: თქვენი ბედნიერება იქაა მხოლოდ.რაც უნდა დაწინაურდეთ აქ,უცხოეთში,არასოდეს იქნებით ბედნიერები.აქაური ცხოვრება არ შეგითვისებთ.უნდა დაუბრუნდეთ სამშობლოს ადრე თუ გვიან.იგი მიგიღებთ სიყვარულით,გულით,ალერსით.
იმუშავეთ ბეჯითად.გახდით კარგი ადამიანები,მცოდნენი,სხვა და სხვა საქმის სპეცილისტები,მეცნიერებიც და მთელი თქვენი ცოდნა,გამოცდილება,ნიჭი და ძალა მიუტანეთ სამშობლოს და თავდადებით ემსახურეთ მის ამაღლებას,განათლებას,გამდიდრებას…
ჩაიბეჭდეთ თქვენს წმინდა გულებში ეს ჩემი ვედრება.იყავით მუდამ ქართველები,გიყვარდეთ საქართველო,საქართველო – ჩვენი სამშობლო! (ავტორი გენია,ჯი)