გივი მეფისაშვილი – “წუთისოფელი”
“წუთისოფელი – რა კარგად შევარქვით ეს სახელი ჩვენს ყოფასა და ცხოვრებას,მაგრამ მისი სტუმრები რომ ვართ,სამწუხაროდ,გვავიწყდება… მოხდენილადაა ნათქვამი – მთელი მსოფლიო კვანტურ ფიზიკაში მუშაობს და ჩვენ ქართველები კი,იმას ვცდილობთ ფიზიკური კვანტი როგორ დავუდოთ ერთმანეთსო.ისიც გვავიწყდება,რომ წუთისოფელს ორი კარი აქვს – ერთიდან შემოდიხარ,მეორედან გადიხარ… ზოგიერთები როდი ცდილობენ,ტალახიანი ფეხით არ გაიარონ,რათა ცუდი ნაკვალევი არ დატოვონ… (ავტორი გენია.ჯი)