“მაგოტების პოპულაციისაკენ გადადგმული ნაბიჯი”
1942 წელს მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,დიდი ბრიტანეთის ლეგენდარულმა პრემიერ-მინისტრმა – სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილმა,მას შემდეგ,რაც ერთობ იკლო გიბრალტარზე (დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია,რომელიც მდებარეობს იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთით,გიბრალტარის სრუტესთან) გავრცელებული მაგოტების პოპულაციამ (ერთადერთი მაიმუნის სახეობა,რომელიც გავრცელებულია ევროპის ტერიტორიაზე),გამოსცა ბრძანება,რომლის თანახმადაც მაროკოდან და ალჟირიდან გიბრალტარზე ჩაყვანილ იქნა ასეულობით მაგოტი (ცნობილია,რომ იმ პერიოდისათვის გიბრალტარზე მხოლოდ და მხოლოდ 7 ეგზემპლარი იყო შემორჩენილი).აღნიშნულმა ქმედებამ გიბრალტარზე შეინარჩუნა მაგოტების პოპულაცია და დღეისათვის იქ 300-მდე ევროპული მაიმუნია შენარჩუნებული.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ადგილობრივების რწმენით გიბრალტარი მანამ იქნება დიდი ბრიტანეთის გამგებლობის ქვეშ,სანამ იქ თუნდაც ერთი მაგოტი იცხოვრებს. (ავტორი გენია.ჯი)