ივანე პავლოვი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი გამოჩენილი რუსი ფიზიოლოგი,მეცნიერი და ნობელიანტი – ივანე პავლოვი (1849-1936 წლები) პარკში განთავსებულ სკამზე იჯდა და “ბიბლია”-ს კითხულობდა.რამოდენიმე ხნის შემდეგ,მის წინ ახალგაზრდების ჯგუფი შეჩერდა,რომლებმაც პავლოვს ჰკითხეს:
- რომელ წიგნს კითხულობთ მოხუცო? – მეცნიერმა მათ უმალვე უპასუხა:
- ბიბლიას!
პავლოვის პასუხს ახალგაზრდების ირონიული წამოძახილი მოყვა:
- ეჰ,ისევ სიბნელე!
მეცნიერი,რომელიც შეურაცხყო მათმა რეაქციამ,ახალგაზრდებს ჰკითხა:
- იცით მე ვინ ვარ?
- არა, – მხრები აიჩეჩეს მათ.
- თქვენ,ისიც კი არ იცით თუ ვინ ზის თქვენს წინაშე და რა გასაკვირია ის,რომ ბიბლიაში მოთხრობილი ამბების არაფერი გაგეგებოდეთ?! – წარმოთქვა ეს სიტყვები ივანე პავლოვმა და იქაურობას გაეცალა. (ავტორი გენია.ჯი)