გაიუს აპულეუს დიოკლესი – “ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი”

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად მიჩნეული გახლავთ ჩვ.წ.აღ-თ II საუკუნეში მცხოვრები რომაელი მეეტლე - გაიუს აპულეუს დიოკლესი (104-146 წლები).წარმომავლობით ლუზიტანიელმა (რომის ერთ-ერთი პროვინცია) გაიუსმა რომში ჩავლის შემდეგ, 18 წლის ასაკში დაიწყო მონაწილეობის მიღება,იმ პერიოდის რომში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ სპორტულ ღონისძიებაში – ეტლით რბოლებში.მას შემდეგ,მან,”მარადიულ ქალაქში” მდებარე “ცირკუს მაქსიმუსზე” (“დიდი ცირკის” სტადიონ-იპოდრომზე) 4 257-ჯერ მიიღო მონაწილეობა ეტლით რბოლებში და 1 462 გამარჯვება მოიპოვა.თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში,უდიდესმა რომაელმა სპორტსმენმა დაახლოებით 35 863 120 ვერცხლის სესტერცი გამოიმუშავა,რაც დღევანდელი კურსით 15 მილიარდი ამერიკული დოლარის ექვივალენტია.შედარებისათვის,დღესდღეობით ყველაზე მაღალანაზღაურებადმა სპორტემენმა (გოლფისტმა) – ტაიგერ ვუდსმა,სულ თავისი კარიერის მანძილზე 1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

თავდაპირველად,18 წლის ასაკში მყოფი გაიუსი “თეთრი გუნდის” შემადგენლობაში ირიცხებოდა. 24 წლის ასაკში მან “ლურჯი გუნდის” შემადგენლობაში გადაინაცვლა, 27 წლის ასაკში კი “წითელი გუნდის” შემადგენლობაში გადაინაცვლა და იქვე დაასრულა კიდეც თავისი ლეგენდარული სპორტული კარიერა.უკანასკნელი რბოლა 42 წლის ასაკში მყოფმა გამართა.როგორც ცნობილია,ეტლებით რბოლა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ერთობ დიდი საფრთხის შემცველი იყო.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ უამრავმა მრბოლელმა სიცოცხლე იპოდრომებზე დაასრულა,უამრავმა სხვადასხვა ფიზიკური ტრამვა მიიღო და ინვალიდებად იქცა.მხოლოდ ერთეულებს უმართლებდა ისე,რომ ტრამვები თავიდან აეცილებინათ.სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა,რომ ეტლით რბოლებში მონაწილე რომის თავისუფალ მოქალაქეებს უზარმაზარ თანხებს უხდიდნენ.ჩიგაკოს უნივერსიტეტის პროფესორის – პიტერ სტრაკის კვლევებზე დაყრდნობით,შეიძლება თამამად ითქვას,რომ გაიუსის მსგავსი ანაზღაურება არც ერთ თანამედროვე “ვარსკვლავ” სპორტსმენს არ ჰქონია და არც აქვს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>