ხუტა ბერულავა – “საქართველო… საქართველო…”

საფიცარო დედასავით,

მზის შუქივით სანატრელო,

ნეტავ იმას,სულ პირველად

ვინც გიწოდა საქართველო.

* * *

ნეტავ იმას,ვინც პირველად

შენთვის თავი გაიმეტა

და მტრის ისრით განგმირულმა

დაიკვნესა: ვაი დედა!

* * *

ნეტავ იმას,ვინც პირველად

გითხრა სიტყვა საალერსო:

საქართველოვ,ვენაცვალე

შენს ჯადოსნურ მთას და ველსო.

* * *

ნეტავ იმას,ვინც პირველად

დაგიჩოქა,თაყვნი გცა,

და იმედად გაიხადა

საქართველოს მაღალი ცა.

* * *

საყვარელო დედასავით,

მზის შუქივით სანატრელო,

მეც პირველად ვამბობ თითქოს,

- საქართველო… საქართველო…

კომენტარის დატოვება