იცით თუ არა,რომ

1. მზის ენერგიის 19 % ატმოსფეროში იფანტება, 47 % დედამიწაზე ეცემა,ხოლო 34 % კი,კვლავ კოსმოსს უბრუნდება.

2. პირველი ვარსკვლავების კატალოგი ძვ.წ.აღ-ით 129 – 127 წლებში შეადგინა უდიდესმა ძველბერძენმა ასტრონომმა,მათემატიკოსმა,გეოგრაფმა და ასტრონომიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა – ჰიპარქემ.

3. ნორვეგიელთა საშუალო ხელფასი – 5000 ევროა,საიდანაც თითქმის მესამედი გადასახადებში მიედინება.

4. ერაყში ომის მიმდინარეობისას,ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა – ჯორჯ ბუშმა გააკეთა განცხადება,სადაც აღნიშნა: “ჩვენ არ გვჭირდება ნავთობი,ჩვენ ვეძებთ მასობრივი განადგურების იარაღს! ბაღდადში სრული სიმშვიდეა!”

5. სპეციალისტების კვლევების თანახმად დადგენილ იქნა,რომ გასაყიდი წიგნების ნახევარს 45 წლის ასაკის ზემოთ მყოფი ადამიანები შეიძენენ,რომელთაგან უმეტესობა ქალები არიან. (ავტორი გენია.ჯი)

6. 1910 წლისათვის 70 % მხატვრული ფილმებისა საფრანგეთში იწარმოებოდა.

7. პირველი ავტომობილი,რომელმაც 100 კილომეტრ-საათ სიჩქარეს გადააჭარბა,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს – ელექრომობილი იყო.აღნიშნული ელექრომობილი შექმნილ იქნა 1899 წელს ცნობილი ბელგიელი ავტომრბოლელისა და გამომგონებლის – კამილ ჟენატცის მიერ. (ავტორი გენია.ჯი)

8. მიუხედავად იმისა,რომ სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი თითქმის ორმილიონიანი ქალაქია,მასში “მეტრო” არ არის.

9. ბელგიელთა უმრავლესობამ ქვეყნის ეროვნული ჰიმნი არ იცის.

10. საყოველთაოდ ცნობილ ჩილელ დიქტატორს – აუგუსტო პინოჩეტს,ზედსახელად “წითელქუდას” ეძახდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>