ბესარიონ ბელინსკი – “ეპიზოდი”
ცნობილი რუსი ლიტერატურული კრიტიკოსი,ფილოსოფოსი და პუბლიცისტი - ბესარიონ ბელინსკი (1811-1848 წლები),გამოირჩეოდა მეტად ცინიკური და კრიტიკული წერილების გამოქვეყნებით ამა თუ იმ პიროვნებაზე.ერთ-ერთმა მისმა ადრესატმა შეიტყო-რა ის,რომ ბელინსკის მის შესახებ ასეთივე სახის წერილი უნდა გამოექვეყნებინა,მასთან სასწრაფოდ შუამავალი აფრინა,რომელმაც ბესარიონს ფული შესთავაზა იმისათვის,რომ ზემოაღნიშნული წერილი არ გამოექვეყნებინა.იმ დროს,როდესაც ბელინსკისთან შუამავალი მივიდა,იგი მეტად ცუდ გუნებაზე იყო და შემოთავაზებულ ფულზე უარი განაცხადა.ამის შემდგომ,ადრესატი მას ცემით დაემუქრა,რის შემდეგაც ბესარიონმა ფულის აღებაზე თანხმობა განაცხადა.თუმცა მას თანხა არ გადასცეს.რუსმა კრიტიკოსმა იფიქრა,რომ ადრესატმა ის ფულის გადაცემის საქმეში მოატყუა და არც ის იყო გამორიცხული მუქარის შესრულებაშიც მოეტყუებინა,რის შემდეგაც გამოაქვეყნა კიდეც თავისი კრიტიკული წერილი.ბელინსკი მწარედ შეცდა,რადგან თუ კი პირველ შემოთავაზებაში მოტყუებული აღმოჩნდა,მეორეში ნამდვილად ხელი მოეცარა,რადგან ის,წერილის ადრესატის მიერ საკმაოდ მძიმედ იქნა ნაცემი. (ავტორი გენია.ჯი)