ხუტა ბერულავა – “დამადგი გულზე ფეხი”

დამადგი გულზე ფეხი

არ მეტკინება,

თავს დამატეხე მეხი,

არ მეწყინება;

* * *

მესროლე გუნდა რისხვის,

არ გავჯავრდები,

მომთხოვე თუნდაც სისხლი

არ დაგზარდები;

* * *

დაე,სულით და ხორცით

ვიქცე ღრუბლებად,

ოღონდ შენზე ლოცვის

მომეც უფლება!

კომენტარის დატოვება