რენე რეჯანი წერდა…
“ყველამ უნდა იცოდეს,რომ იტალიაში ბავშვების უმრავლესობა ახლაც,იმის მაგივრად,რომ სკოლაში დადიოდეს,ქუჩაში მოწყალებას ითხოვს.ისინი არ არიან დამნაშავენი,დამნაშავენი არ არიან არც მათი მშობლები,დამნაშავეა მხოლოდ საზოგადოება,რომელიც გულდამშვიდებით უყურებს ამ სურათს.მე გადავწყვიტე,ეს ამბავი გავაგებინო ბავშვებს,რომლებიც უფრო ბედნიერ ვარსკვლავზე არიან დაბადებულნი.დაე,მათაც გაიგონ,იცოდნენ,რომ მსოფლიო არ შეიძლება დარჩეს ისეთი,როგორიც აქამდე იყო. და თუ ყველა იბრძოლებს სოციალური უსამართლობის – სიღატაკის ამ მთავარი წყაროს წინააღმდეგ,მაშინ ქვეყნად ბევრი რამ შეიცვლება.ყველაფერი ბავშვებიდან უნდა დავიწყოთ.უნდა გავხსნათ მათთვის სკოლები,მოვსპოთ შიმშილი და,რაც მთავარია,გავუღვიძოთ მათ ღირსებისა და სიამაყის გრძნობა.ისინი ხომ ჩვენი ქვეყნის მომავალი მოქალაქენი არიან.
ოდესმე ყველაფერი შეიცვლება.პატარა,სულ პატარა სოფლებშიც კი იქნება ფართო,ნათელი სკოლები,მაშინ აღარავინ ირწმუნებს ჯადოქრობასა და მისნობას,მაშინ ყველა ბავშვს თავისუფლად შეეძლება აირჩიოს თავისი ცხოვრების გზა.მაგრამ იმისათვის,რომ ეს მოხდეს,ყველამ უნდა ვიბრძოლოთ და გარდავქმნათ მსოფლიო,სადაც ჯერ კიდევ ამდენი უსამართლობა ტრიალებს.ამ საქმეში თქვენც დიდი როლი გენიჭებათ,ბავშვებო”. (ავტორი გენია.ჯი)