მარცელიანუსი
მარცელიანუსი – რომლის შესახებაც ისტორიული ცნობები მეტად მწირია,ცხოვრობდა II-III საუკუნეებში.დადასტურებული ფაქტია ის,რომ იგი რომის პონტიფიკოსად არჩეულ იქნა 296 წლის 30 იავნისს.მისი მოღვაწეობის პერიოდში ქრისტიანული რელიგიისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენები განვითარდა მსოფლიოში. 303 წელს რომის იმპერატორმა და ქრისტიანული სარწმუნოების დაუძინებელმა მტერმა – დიოკლიტიანემ,უკანასკნელი მასშტაბური შეტევა მიიტანა ქრისტიანებზე.ბოლო ერთი წლის განმავლობაში,მის მიერ გამოცემული ედიქტების საფუძველზე ოფიციალურად იქნა აკრძალული იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ ახალი სარწმუნოება.გარდა ამისა,ყოველი ქრისტიანული ტაძარი დანგრევა-განადგურებას დაუქვემდებარა,ხოლო საეკლესიო წიგნები და სხვა ღვთისმსახურებისათვის საჭირო ინვენტარი კი – კონფისკაციას.დიოკლიტიანეს მიზანს,რომში ქრისტიანული კულტის საბოლოო ამოძირკვა წარმოადგენდა.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ის ქრისტიანები,რომლებიც მიზანთროპი იმპერატორის ჯალათების მახვილსა და გარეული მხეცებისაგან საზარელ სიკვდილს გადაურჩნენ,გაუუქმეს მოქალაქეობა,მათი ქონება კი სახელმწიფოს გადასცეს.დიოკლიტიანეს მიერ გამოცემული მეორე ედიქტის თანახმად,ყოველი ქრისტიანი დაპატიმრებას დაექვემდებარა,ხოლო მესამე ედიქტის თანახმად,ის ვინც მის სასტიკ ბრძანებას არ დაემორჩილებოდა და “იატაქვეშ” მაინც განაგრძობდა ქრისტიანულ მოღვაწეობას,ყოვლისმომცველი და საშინელი ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა.აღნიშნული ედიქტები ამოქმედებული იქნა მთელი რომის იმპერიაში,მათ შორის ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის კონტინენტზეც.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,რომის ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის – მარცელიანუსის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავიდა და მას ბრალი დასდეს ეგრეთ წოდებული “ჭეშმარიტი რელიგიიდან” განდგომაში.გარდა ამისა,გაუვრცელეს ხმები თითქოსდა საკუთარი ნებით გადასცა ხელისუფლებას ქრიატიანული რელიგიისათვის ეგზომ უძვირფასესი წმინდა წიგნები და სხვა რელიქვიები.როგორც რიგი ისტორიული წყაროები ირწმუნებიან,მარცელიანუსმა სწორედ ასეთი მეთოდით მოახერხა პირველი დევნისაგან თავის დაღწევა.გარდა ამისა გვარწმუნებდნენ იმაშიც,რომ რომის პონტიფიკოსმა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე უარი განაცხადა და რომაულ ღმერთებს მსხვერპლიც კი შესწირა.თუმცა არსებობს საწინააღმდეგო ვერსიებიც.საბოლოოდ,მარცენიალუსი ქრისტიანთა დევნის მეორე ტალღას მაინც ვერ გადაურჩა და იგი დაკავებულ იქნა,რის შემდეგაც 304 წლის 1 აპრილს მოკლულ იქნა კიდეც.საუკუნეების შემდგომ,როდესაც რომის კატაკომბებში მისი სარკოფაგი გახსნეს,მეცნიერებმა ნეშტის გამოკვლევების შედეგად დაადგინეს,რომ რომის პონტიფიკოსი,რომელსაც ისტორიაში პირველად უწოდეს “პაპი”,საშინელი წამების შედეგად იქნა მოკლული.მოგვიანებით,მარცელიანუსი რომის კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა,რამაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი იმას,რომ რომის ქრისტიანული ეკლესიის საჭეთმპყრობელს ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენა – არ უარყვია. (ავტორი გენია.ჯი)