იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე წერდა…
“ჭაბუკობის დროიდან დამჩემდა ჩვეულება,რომელსაც ვერ დავაღწიე თავი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში.სახელდობრ,დაუყონებლივ განმესხეულებინა პოეზიის სახეებში ყველაფერი ის,რაც მახარებდა,გულისტკივილით მავსებდა ან მტანჯავდა, და ამრიგად განმეთავისუფლებინა თავი ყოველივე ამისაგან,რადგან ამ საშუალებით გარეარსობას ვანიჭებდი იმას,რაც შინაგან ტვირთად მაწვა.ეს ნიჭიერება ყველაზე მეტად იყო აუცილებელი ჩემთვის,ვინაიდან ბუნებით დადგრომელი ვიყავი და ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვვარდებოდი.ამიტომ ყველა ჩემი ნაწარმოები,რომლებიც შემდგომში ცნობილი გახდნენ საზოგადოებისათვის,ერთი დიდი აღსარების ნაწყვეტებს წარმოადგენენ მხოლოდ”. (ავტორი გენია.ჯი)