ირაკლი აბაშიძის მოსაზრებები…

 ”ლიტონი სიტყვებით სამშობლოს სიყვარული – სიყვარული არაა.სამშობლოს ნამდვილი საქმეები სჭირდება და ლიტონ სიტყვებს აბა რა ფასი აქვს,თუნდაც ეს სიყვარული ალალიც იყოს.ამ სიყვარულით ხომ ფრინველსაც უყვარს სამშობლო,მისი ბუნების წიაღში ბუდე რომ მოუწნავს,ცხოველსაც ხომ უყვარს სამშობლო,მის მკერდზე თვალი რომ გაუხელია.სამშობლო იმის ღირსია,რომ კაცმა მთელი სიცოცხლე ზვარაკად მიუტანოს არა მარტო ომსა და განსაცდელში,არამედ თავაუღებელ,წმინდა,კეთილშობილ შრომაში.იქნებ ეს შენი შრომა ყოველთვის სახალხოდ არ გამოჩნდეს და იქნებ ღირსეულადაც არ დაგიფასდეს,მაგრამ გახსოვდეს,რომ შენ ანგარიშს მხოლოდ მას,შენს სამშობლოს და შენს თავს აბარებ”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“არ არსებობს სიცოცხლე უფრო სრულყოფილი,უფრო მდიდარი და ადამიანურად ბედნიერი,ვიდრე შენი ქვეყნის ინტერესებით ცხოვრება”.

* * *

“ჭეშმარიტი ხელოვნება,ჭეშმარიტი პოეზია უკვდავია!”

* * *

“ჩვენი ეპოქის მხატვრულ ასახვას გენიოსები სჭირდება”.

* * *

“ადამიანები მათი საქმეების გარეშე არც გაგახსენდება.ადამიანები საქმეებია და საქმეები ადამიანები.რაც დიდია მათი საქმეები,ეს ადამიანებიც ისევე დიდები არიან,ან პირუკუ”. (ავტორი გენია,ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>