ნიზამი არუზი – ომარ ხაიამის შესახებ წერდა…

XII საუკუნის გამოჩენილი სპარსი პოეტი და ლიტერატორი – ნიზამი არუზი,უდიდესი თაყვანისმცემელი გახლდათ გენიალური სპარსი პოეტის,ფილოსოფოსისა და მათემატიკოსის - ომარ ხაიამის შემოქმედებისა.მას შემდეგ,რაც ომარ ხაიამი ირანის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნიშაბურში 1131 წლის 4 დეკემბერს გარდაიცვალა,ნიზამი გარკვეული ხნის გასვლის შემდგომ თავისი სათაყვანებელი პოეტის საფლავს ეწვია.სპარსული პოეზიის ლეგენდის საფლავმა არუზზე მართლაც უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა,რამაც დააწერინა კიდეც დღემდე დაუვიწყარი სიტყვები:

“ომარ ხაიამს ბუხარაში ყოფნის დროს უთქვამს: ჩემი სამარე იქ უნდა იყოს,სადაც ხეები ყოველ წელიწადს ყვავილებს და ფოთლებს გულზე დამაყრიანო.მე ვინახულე ხაიამის სამარე ნიშაბურში და გავოგნდი: იგი მართლაც ფოთლებით,ყვავილებითა და ბალახებით იყო დაფარული.მაშინ მომაგონდა ომარ ხაიამის სიტყვები და ტირილი დავიწყე”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>