ანა კალანდაძე – “თუთა”
ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი…
დამიძახებს,თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი,ხე ზურმუხტისფერი…
რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა?
რა ჩურჩული?.. დამდაგველი,მწველი…
ლამის სახლში შემოვიდეს თუთა,
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი…