ფრანსუა-რენე შატობრიანის გენიალური ნაწარმოებებიდან – “ატალა”
1. ”ადამიანთა წინაშე ჩვენი ცოდვების მოსანანიებლად საჭიროა სისხლის ნიაღვარი.ღმერთს კი მხოლოდ ერთი ცრემლი ჰყოფნის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “ქალწულები იდუმალი ყვავილები არიან,რომლებიც განმარტოებულ ადგილებში იპოვებიან”.
* * *
3. “რა გაუგებარნი არიან ვნებათა ღელვით შეპყრობილნი მოკვდავნი”.
* * *
4. “კვირტს,რომელიც გაუფურჩქნელად ჭკნება,მთელი თავისი სურნელება თან მიაქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. “ბედნიერი არიან ისინი,რომლებიც აკვანში კვდებიან! მათ მხოლოდ დედის კოცნა და ღიმილი იგემეს”.
* * *
6. “ბედნიერი არიან ისინი,რომლებსაც არ უხილავთ უცხოეთის დღესასწაულთა კვამლი და მხოლოდ თავიანთი მამების ლხინში მსხდარან!”
* * *
7. “სარწმუნოება მხოლოდ ისეთ მსხვერპლს ითხოვს,რომლის ატანაც ადამიანს შეუძლია”.
* * *
8. ”როგორი იქნებოდა ის ჯარისკაცი,რომელიც სიმხდალეს გამოიჩენდა და უკან დაიხევდა მაშინ,როდესაც მეთაური ჯვრით ხელში,თავზე ეკლის გვირგვინით წინ მიუძღვის ადამიანთა დასახმარებლად”.
* * *
9. “ადამიანი უდიდეს შეცდომას მაშინ უშვებს,როდესაც ბედნიერებაზე ოცნებობს და ამ დროს ივიწყებს თავის ბუნებასთან დაკავშირებულ ფიზიკურ ნაკლს – სიკვდილს: უნდა მოვკვდეთ.ადრე თუ გვიან,რა ბედნიერიც არ უნდა იყო,ეს მშვენიერი სახე შეიცვლება იმ ერთფეროვან სახედ,რომელსაც ადამის მოდგმას საფლავი აძლევს”.
* * *
10. ‘”მერწმუნე,ჩემო შვილო,მწუხარება არ არის მარადი,ადრე თუ გვიან,უნდა დასრულდეს,რადგან ადამიანის გული შეზღუდულია.ეს ერთ-ერთი ჩვენი უბედურებაა.იმის უნარიც კი არ გვაქვს ადამიანებს,რომ დიდხანს ვიყოთ უბედური”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
11. “რელიგია – ადამიანთა პირველი კანონმდებელია”.