უოლტერ რალეი – “ეპიზოდი”
ერთხელ,როდესაც თავისი ავანტურისტული თვისებებით განთქმული ინგლისელი ისტორიკოსი,სახელმწიფო მოღვაწე,მწერალი და პოეტი – უოლტერ რალეი (1552-1618 წლები),ლონდონის კოშკში ჩაკეტილი,ჩვეულებრისამებრ “მსოფლიო ისტორიის” წიგნზე მუშაობდა,მისი ფანჯრების ქვემოთ საშინელი ჩხუბი ატყდა.ცნობისმოყვარე რალეიმ უმალვე ფანჯარას მიაშურა და მოჩხუბრებს გადახედა,რის შემდეგაც კვლავ სამუშაო მაგიდას დაუბრუნდა და წერა განაგრძო დარწმუნებულმა იმით,რომ ჩხუბის ყველა დეტალი კარგად დაიმახსოვრა.თუმცა მეორე დღეს,უოლტერს წინა დღით გამართული ჩხუბის შესახებ საუბარი მოუხდა ერთ-ერთ თავის მეგობართან,რომელიც თავად გამოდგა მთავარი გმირი აღნიშნული შეხლა-შემოხლისა.მან უოლტერს სრულიად სხვაგვარად აღუწერა ეს შემთხვევა.რალეი მეგობრის ახსნილმა საკმაოდ ხანგრძლივი ხნით ჩააფიქრა.შემდგომ უცებ წამოიჭრა იგი სკამიდან და თავის მიერ დაწერილი ისტორიის ხელნაწერები ცეცხლში შეუძახა,გაოგნებულ მეგობარს კი მიმართა:
- მეგობარო,რა ძნელი ყოფილა შორეული ამბების სწორად გაგება,მაშინ როდესაც ჩემს თვალწინ მომხდარ ამბავშიც კი შევცდი. (ავტორი გენია.ჯი)