ზაქარია გულისაშვილი წერდა…
“მიყვარს ჩვენი ხალხი!.. მიყვარს ეს უდიერი,ვაებისა და შრომის შვილი,ღატაკი,მწარედ ღარიბი,მაგრამ სიღარიბესთან ერთად სხვებზე ხშირად დამცველი სამართლიანობისა,სვინდისიერებისა… მიყვარს იმიტომ,რომ გამიზომნია გლეხკაცთა გაჭირვებანი… მათთან ერთად მიჭამნია მათი მწარე პური; ვყოფილვარ მონაწილე მათს ბრძოლაში გაჭირვებასთან და გამოცდილებით ვიცი,რომ ისინი ხშირად უფრო პატიოსანნი რჩებიან ბრძოლაშიაც კი; უფრო მიყვარან იმიტომ,რომ მათთან ერთად მიმხიარულნია იმ უბრალო,მაგრამ ადამიანურის მხიარულებით,რომელიც მუდამ მხიარულებაა,როგორც მზე მუდამ მზეა,ერთბაშად მანათობელი სიღარიბისა და სიმდიდრისა”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ზაქარია (შაქრო) გულისაშვილი (1857-1914 წლები) – წარმოადგენდა “გამოჩენილ და დავიწყებულ” ხალხოსან მწერალს,რომლის ნაწარმოებებიც არაერთხელ გამოქვეყნებულ იქნა ისეთ ცნობილ ქართულ გაზეთებში,როგორებიც გახლდათ თავის დროზე – “ივერია”,”დროება” და “იმედი”.