თეიმურაზ ნადარეიშვილი – “სულის ფოტოგრაფიები”-დან…
“დაბადებისთანავე ჩვენი ყოფა სიკვდილმისჯილთა საკანში მოთავსებული ადამიანის მდგომარეობაა,რადგან არ ვიცით,თუ ცხოვრება როდის “მოიყვანს სისრულეში” განაჩენს! ამ საკნიდან ჩვენი დახსნა კი არავის ხელეწიფება,მაგრამ გვინდა კი ეს თავად ჩვენ?! აქვს აზრი უკვდავებას?! მართლაც,შემთხვევით კი არ “წამოსცდა” ვაჟას შემდეგი გენიალური პასუხი ამ მარადიულ კითხვაზე: “შენი ჭირიმე სიკვდილო,სიცოცხლე შვენობს შენითა!” ანდა გავიხსენოთ როგორი შემზარავი დეტალებით აქვს აღწერილი კარელ ჩაპეკს 300 (!) წელს მიღწეული ადამიანის ყოფა თავის გახმაურებულ ფანტასმაგორულ რომანში “მაკროპულოსის საშუალება”.
* * *
“ადამიანისათვის სახიფათოა ბევრი პრობლემის დაგროვება,რადგანაც იგი თავად ხდება პრობლემა სხვა ადამიანებისათვის!”
* * *
“შვილი საკუთარი შეცომების გამოსწორების “ირიბი საშუალებაა”,თუ მას ისე აღზრდი,რომ იგი არ გაიმეორებს შენს მიერ დაშვებულ შეცდომებს!” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მშობლისათვის გვიანი შვილი,გვიანი დაბერების საუკეთესო ელექსირია!”
* * *
“წარსულში რამდენი ზრდასრული თუ არასრულწლოვანი ადამიანი გადაურჩებოდა სიკვდილს,სამეფო ტახტი მემკვიდრეობითი კი არა,არჩევითი რომ ყოფილიყო?!”
* * *
“ყოველი ხელფასის”‘უთაუროდ” დახაჯვის შემდეგ ახალი ხელფასის აღებისას შანსი გვეძლევა გამოვასწოროთ წინა თვის “უთაურობა”!
* * *
“ყოველი ადამიანის პირადი,ლოკალური უბედურება,მთელმა სამყარომ უნდა გაიაზროს! წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ეს “უყურადღებობა”,სამყაროს გლობალურ უბედურებად ექცეს!” (ავტორი გენია.ჯი)