ტინტორეტო – “საიდუმლო სერობა”
“საიდუმლო სერობა” – წარმოადგენს გვიანი აღორძინების ხანის გენიალური იტალიელი ფერმწერისა და შუქ-ჩრდილების დიდოსტატის – იაკოპო რობუსტის (1518-1594 წლები),იგივე “ტინტორეტოს” მიერ დაახლოებით 1592-1594 წლებში დახატულ მეტად თამამ კომპოზიციურ ჟანრში გადაწყვეტილ რელიგიურ სურათს.იგი შესრულებულ იქნა ტილოზე ზეთის საღებავებით.სურათის სიმაღლე 365 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 568 სანტიმეტრი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ეს დიდებული ტილო ტინტორეტოს ერთგვარი უკანასკნელი მიძღვნაა თავისი ერთ-ერთ უსაყვარლესი რელიგიური თემისადმი. (ავტორი გენია.ჯი) “საიდუმლო სერობა” მხატვრის მიერ სპეციალურად შექმნილ იქნა ვენეციაში მდებარე “წმინდა სან-ჯორჯოს ტაძრის”-თვის,სადაც იგი დღემდეა წარმოდგენილი.
სურათში ფართოდ არის ასახული,როგორც მიწიერი,ასევე ზეციური და ღვთაებრივი დეტალები.მასზე გამოსახულია ის მომენტი,როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის მოწაფეებს უტეხს პურს და მიმართავს სიტყვებით: “მიიღეთ და სჭამეთ,ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა”.თავად სიუჟეტი ერთობ მისტიკური და ღრმა სულიერი დატვირთვის მატარებელია.სცენა ვითარდება ღარიბ ტავერნაში,რომლის სივრცეც უსასრულოდ გვეჩვენება.აღნიშნული ფაქტი კი განპირობებულია სურათზე წარმოდგენილი საკმაოდ გრძელი მაგიდის გამოისობით.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ტინტორეტომ ტილოზე ასახა არა მარტო ის ფიგურები,რომლებიც მართლაც უნდა აესახა,არამედ ისეთი ფიგურებიც,რომელთაც სრულიად არაფერი აკავშირებდათ აღნიშნულ სიუჟეტთან.მაგალითად: იატაკზე დგას დოქი და საკვებით სავსე კალათა,რომელსაც ზემოდან დაჰყურებს კატა; ტავერნის მეპატრონე კი თავის რომელიღაც მოსამსახურეს ესაუბრება.სურათზე წარმოდგენილი კიდევ ერთი ქალბატონი კი მაგიდიდან ხილიან თასს იღებს.ყველაზე მთვარი დეტალი,რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ გახლავთ ის,რომ მაგიდა დიაგონალურად ერთგვარად ჰყოფს ღვთაებრივ სამყაროს კაცობრიობის სამყაროსაგან.”საიდუმლო სერობა”,როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან ტინტორეტოსათვის ყველაზე საყვარელ და მნიშვნელოვან ნამუშევარს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი)