ჟან-ფრანსუა ტირიარი “ფაშისტების მარცხის” მიზეზებზე წერდა…
ჟან-ფრანსუა ტირიარი (1922-1992 წლები) – წარმოადგენდა რადიკალური იდეებით ცნობილ ბელგიელ პოლიტიკოს-ნაციონალისტს და გეოპოლიტიკოსს,რომელსაც დღემდე “მესამე რაიხის” მემკვიდრედ მოიხსენიებენ.მისი შეხედულება ფაშისტური რეჟიმის მარცხის მიზეზებზე ერთი პერიოდის მანძილზე საკმაოდ აქტუალურ თემას წარმოადგენდა მსოფლიო პოლიტიკოსებში.იგი გამოირჩეოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ დაუნდობელი ბრძოლით და 1960-იან წლებში გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ღიად აფიქსირებდა პოზიციას იმის შესახებ,რომ “ევროპა ერთხელ და სამუდამოდ უნდა განთავისუფლებულიყო ატლანტიზმისაგან”. (ავტორი გენია.ჯი) ამისათვის კი,ის არც საბრძოლო მოქმედებების დაწყების იდეისაგან იკავებდა თავს.მისი სიძულვილი კაპიტალიზმის მიმართ იმდენად დიდი იყო,რომ მოგვიანებით (1984 წელს) თავისი გეოპოლიტიკური ხედვებიც კი შეცვალა და განაცხადა,რომ ევროპისათვის ბევრად უმჯობესი იყო საბჭოთა სოციალიზმი აერჩია,ვიდრე ანგლო-საქსური კაპიტალიზმი, და გამოვიდა კიდეც ეგრეთ წოდებული “მესამე გზის” იდეოლოგად.
“მესამე რაიხის მემკვიდრედ” წოდებულმა ჟან-ფრანსუა ტირიარმა,გერმანიის ფაშისტური რეჟიმის მარცხი შემდეგი გარემოებებით ახსნა:
“ჰიტლერმა ომი საბჭოთა კავშირთან წააგო ჯერ კიდევ იმ დღეს,როდესაც იგი დათანხმდა “ესპანეთის ნეიტრალიტეტს” და უარი თქვა გიბრალტარზე.გარდა ამისა,მისი მარცხის მიზეზი იყო ისიც,რომ ნაკლები ყურადღება დაუთმო ჩრდილო-აფრიკულ ფრონტს.მას უპირველესყოვლისა გამარჯვება უნდა მოეპოვებინა ხმელთაშუა ზღვაში და არა აღმოსავლეთში.იქ გამარჯვება მისთვის ათჯერ უფრო იოლი მოსაპოვებელი იქნებოდა,ვიდრე უსასრულო რუსეთის სივრცეებში.ფრანსისკო ფრანკოს ნეიტრალიტეტმა თამამად შეიძლება განვაცხადოთ,რომ ინგლისი იხსნა განადგურებისაგან.სწორედ ეს უმთავრესი მიზეზები გახდა იმისა,რომ დასავლურმა პლუტოკრატიებმა (აშშ-მა და ინგლისმა) მესამე რაიხს თავისსავე საწოლში მოუღო ბოლო”. (ავტორი გენია.ჯი)